"დედამიწის მეგობარი" - 92 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთის კორტებისკენ მიემართება - რეჟისორის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა - კვირის პალიტრა

"დედამიწის მეგობარი" - 92 წლის ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთის კორტებისკენ მიემართება - რეჟისორის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 92 წლის რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით - "მიყვარს." ღოღობერიძე ჩოგბურთის კორტებისკენ მიემართება.

ადეიშვილის აღნისნულ პოსტს უამრავი გამოხამურება მოჰყვა: "დედამიწის მეგობარი", "ვგიჟდები ამ ქალზე! ეგეთი საღი ადამიანი, მეორე არ გვყავს ერს!", "ასეთი ადამიანები აძლევენ ცხოვრებას სხვა მნიშვნელობას", "ამ ასაკში... ამდენი ენერგია... ოჰო, მაგარია!!!", "ეს ქალი არის მოვლენა! ვგიჟდები მის გონებაზე, შემართებაზე, გადამდებ ენერგიაზე!" - წერენ კომენტარებში.

რეჟისორი შესანიშნავ ფორმაშია და ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს. როგორც ირკვევა, ლანა ღოღობერიძე დღეს Georgia Open-ის ფარგლებში ფინალში თამაშობს. აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ლანა ღოღობერიძის შვილიშვილი, ლადო რიგვავა აქვეყნებს.