"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა" - როგორ ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს დაბადების დღეს - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა" - როგორ ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს დაბადების დღეს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მის შვილს - პატარა ლუკასს დაბადების დღეს ულოცავს:

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა.

მამიკო გილოცავ", - წერს ბასილაშვილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილს ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალური დავა აქვს. ბასილაშვილსა და დოროყაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება.

ყოფილმა ცოლმა ბასილაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, ჩოგბურთელი დააკავეს, თუმცა ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.