27-წლიანი ქორწინების დასასრული - ბილ და მელინდა გეითსები შორდებიან - ვის დარჩება მილიარდები? - კვირის პალიტრა

27-წლიანი ქორწინების დასასრული - ბილ და მელინდა გეითსები შორდებიან - ვის დარჩება მილიარდები?

27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბილ და მელინდა გეითსები ერთმანეთს შორდებიან. წყვილმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ერთად, როგორც წყვილი, განვითარებას კიდევ შევძლებთ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ბევრი ფიქრისა და ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასრულოთ ქორწინება, 27 წლის განმავლობაში ჩვენ სამი საოცარი შვილი გავზარდეთ და დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების შესაძლებლობა. გააგრძელეთ კითხვა