"მინ­დო­და, ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და" - ლანა ღოღობერიძის აქამდე უცნობი გატაცებები და სახლი საინტერესო მოგონებებით
"მინ­დო­და, ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და" - ლანა ღოღობერიძის აქამდე უცნობი გატაცებები და სახლი საინტერესო მოგონებებით
"ინ­ტე­რი­ერს ყვე­ლას­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ის ჩემ­თ­ვი­საც რა­ღა­ცას გან­საზღ­ვ­რავს, უპირ­ვე­ლე­სად, იმ გან­წყო­ბი­ლე­ბას მიქ­მ­ნის, რო­მე­ლიც ჩე­მი შინ ყოფ­ნის ხა­სი­ათს გა­ნა­პი­რო­ბებს", - გვე­უბ­ნე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე, რო­მელ­საც ცო­ტა ხნის წინ შინ, ვე­რა­ზე ვეს­ტუმ­რეთ.

ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნა ცხოვ­რობს სახ­ლ­ში, სა­დაც წარ­სუ­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა ერ­თ­მა­ნეთს ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის. რე­ჟი­სორს ყვე­ლა ნივ­თი უყ­ვარს, რო­მე­ლიც იქ არის და­ცუ­ლი, ზო­გი­ერ­თი კი, რო­გორც ამ­ბობს, მთელ მის ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს... ამ სახ­ლ­ში მის­ვ­ლა ყვე­ლას უხა­რია.

- მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც
გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სწო­რედ სახლს უკავ­შირ­დე­ბა.
ეს დი­დი ოთა­ხი, რო­მე­ლიც 85 კვ.მ-ია, ჩე­მი მე­უღ­ლის, ლა­დო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის (ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი. - ავტ.) სა­ხე­ლოს­ნო გახ­ლ­დათ, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი იყო. მე­რე ისე მოხ­და, რომ ბი­ნა, რო­მე­ლიც ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და, ამ სა­ხე­ლოს­ნოს გვერ­დით ბი­ნა­ზე გად­მოვ­ც­ვა­ლეთ და
ამას შე­ვუ­ერ­თეთ.

მოკ­ლედ, ამ სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი ლა­დოს უკავ­შირ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, აქ მი­სი ნა­ხა­ტე­ბია, ხომ ხე­დავთ, მთე­ლი კე­დე­ლი მათ ეთ­მო­ბა. აქ­ვეა ზუ­რა ნი­ჟა­რა­ძის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბიც, მაგ­რამ ლა­დოს ეს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. არ­ქი­ტექ­ტო­რის­თ­ვის ასე­თი ხატ­ვა იშ­ვი­ა­თია...

მოკ­ლედ, მინ­დო­და, რომ ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და. ავე­ჯიც ძი­რი­თა­დად ის არის, რაც მის სი­ცოცხ­ლე­ში გვქონ­და: კა­მო­დი, სა­ვარ­ძ­ლე­ბი, ბევ­რი რამ დი­დი ლა­დო მეს­ხიშ­ვი­ლის (მსა­ხი­ო­ბი), ანუ ლა­დოს ბა­ბუ­ის ნა­ქო­ნი საგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბია. ამ სკივ­რით მას კოს­ტი­უ­მე­ბი დაჰ­ქონ­და, რო­დე­საც გას­ტ­რო­ლებ­ზე და­დი­ო­და...

სვა­ნუ­რი ტახ­ტი მრავალი წლის წინ სვა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას შე­ვი­ძი­ნეთ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ოს­ტა­ტის მი­ერ ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია.

აქ არის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ჩუ­ქა­რი ნივ­თე­ბი: ფა­რა­ჯა­ნო­ვის თო­ჯი­ნა, კო­კა იგ­ნა­ტო­ვი­სა და გო­გი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ყვე­ლა­ფერს თა­ვისი სა­ხე­ლი და ად­გი­ლი აქვს...

- ძა­ლი­ან ძვე­ლი და კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი ავე­ჯი გაქვთ...
- ეს კა­რა­და კაკ­ლის ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. XVII სა­უ­კუ­ნის ნივ­თია, სა­ვარ­ძ­ლე­ბი და კა­მო­დი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლე­ბი­სე­უ­ლია.

- ბუ­ხა­რიც არ ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­მუ­შე­ვარს, ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რია...

- მარ­თა­ლია, არ არის მა­სობ­რი­ვი, რო­გო­რიც დღეს ოჯა­ხებ­ში აქვთ. თით­ქოს წი­ა­ღი­დან, სიძ­ვე­ლი­დან მო­დის. პი­რა­დად ლა­დოს ნა­მუ­შე­ვა­რია, მან გა­ა­კე­თა. ქვები, რომ­ლი­თაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია, სადღაც იპო­ვა, მო­ი­ტა­ნა და ბუ­ხა­რი შექ­მ­ნა. მოკ­ლედ, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბაა და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ისე, რო­გორც სპორ­ტის სა­სახ­ლის, ტე­ლეგ­რა­ფის და სხვა მი­სი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი შე­ნო­ბა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები