"ლუნა ყიფშიძე დაიბადა" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა - კვირის პალიტრა

"ლუნა ყიფშიძე დაიბადა" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა

როგორც ცნობილია, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე, მასზე 20 წლით უმცროსი ენი გასოევა მეორე შვილზე იყო ორსულად. პატარა კოსმოს შემდეგ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე უჩვეულო სახელი - ლუნა დაარქვეს. ამ სასიხარულო ფაქტის შესახებ გიორგი ყიფშიძის უფროსმა ქალიშვილმა ნატალიამ დაწერა სოციალურ ქსელში:

"დღეს ჩემი ოცნების გოგონა დაიბადა. ჩვენი ოთხეული შეიკრა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!!! ლუნა ყიფშიძე გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს", - წერს ნატალია.

გიორგისთვის ლუნა მეოთხე შვილია, ენისთვის კი - მეორე.

ენიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მსახიობი მეუღლე აქტიურად ეხმარება ბავშვის აღზრდაში. სავარაუდოდ, ახლაც დიდ მონაწილეობას მიიღებს ლუნას აღზრდაში.

წყარო