"მაშინ მო­მიკ­ვდა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. არა­სო­დეს მო­მი­ყო­ლია ეს ის­ტო­რია..."
"მაშინ მო­მიკ­ვდა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. არა­სო­დეს მო­მი­ყო­ლია ეს ის­ტო­რია..."
პო­ლი­ტი­კო­სი და ად­ვო­კა­ტი ეკა ბე­სე­ლია წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. რო­გორც "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "ყვი­თელ ყუთ­ში" სა­უბ­რი­სას მან აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ ამ ადა­მი­ან­მა გა­და­ად­გმე­ვი­ნა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ტრა­გი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბულ სიყ­ვა­რულ­ზე ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს:

"ადრე, მე ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს პირ­ველ საქ­მეს, პირ­ველ ნა­ბი­ჯებს სა­ად­ვო­კა­ტო სფე­რო­ში. რთუ­ლი იყო ჩემ­თვის ის პე­რი­ო­დი, რად­გან მა­შინ პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და­მენგრა. ვიხ­სე­ნებ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და რო­გორც ადა­მი­ანს, მას­წავ­ლა
პრაქ­ტი­კულ უნარ­ჩე­ვე­ვე­ბი, თუ რო­გორ გა­მევ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბო­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს იყო 8-9 თვე. ეს იყო ისე­თი დიდი ემო­ცი­ით პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მსგავ­სი მას შემ­დეგ არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. 9 თვე­ში ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ჩემ­თვის იყო ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი.
ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი. მო­მიკ­ვდა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და მყო­ლო­და და ვი­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. ასე­თი ფა­ქი­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მას შემ­დეგ არც არა­სო­დეს მიგ­რძვნია.

ჩვენ შო­რის ძა­ლი­ან სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი იყო. ეს გა­მიგ­რძელ­და დიდ­ხანს. პირ­ვე­ლი რა­მაც ამ სტრე­სი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა, გა­მახ­სენ­და რომ ცი­ხე­ში დარ­ჩა დიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც თა­ვად იცავ­და, მაგ­რამ ვერ გა­მო­ას­წრო მისი გა­მოყ­ვა­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო. ავ­დე­ქი და და­ვი­წყე ამ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ოც­რე­ბა მოხ­და და ეს ბიჭი გა­მო­ვიყ­ვა­ნე ცი­ხი­დან. ვა­ლიც მო­ვი­ხა­დე და თით­ქოს რა­ღაც არა­მი­წი­ე­რი ძალა მეხ­მა­რე­ბო­და იმ დროს.

მას ჰყავ­და მწვა­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნა, ალ­ბათ დღემ­დე ამი­ტომ მიყ­ვარს მწვა­ნე ფერი. ერთ დღეს მოვ­დი­ვარ პავ­ლოვ­ზე, დავ­ინა­ხე ეს მან­ქა­ნა, რო­დე­საც მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­ირ­თო, გა­მო­ვი­და მისი ახა­ლი პატ­რო­ნი (ეს მან­ქა­ნა უკვე სხვა­ზე იყო გა­ყი­დუ­ლი)... ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მი­ვე­დი მას­თან და ვკი­თხე, ხომ არ ყიდ­და მან­ქა­ნას. არაო, მი­თხრა. ვთხო­ვე, თუ ოდეს­მე და­ა­პი­რებთ გა­ყიდ­ვას, მე ვი­ყი­დით­ქო და და­ვუ­ტო­ვე ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი. გა­დის რამ­დე­ნი­მე თვე და მი­რე­კავს ეს ბიჭი და მე­უბ­ნე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მი­ბა­რე­ბენ და დამ­ჭირ­დე­ბა ამის გა­ყიდ­ვა და თუ გინ­და წა­იყ­ვა­ნე­თო. რო­გორ ჩა­ვე­დი სა­ჩხე­რე­ში არ მახ­სოვს. ვი­ყი­დე ეს მან­ქა­ნა და სულ მყავ­და, სა­დამ­დეც გაძ­ლო იქამ­დე მყავ­და. სხვა­თა­შო­რის ამ მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ამი­ტომ ვე­ძებ­დი სულ ამ მან­ქა­ნას.

მე ისე­თი მად­ლი­ე­რი ვარ ამ ადა­მი­ა­ნის, მე მის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი და დღემ­დე ვმე­გობ­რობ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ხალ­ხი. იმ ადა­მი­ან­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვა. საფ­ლავ­ზე დღემ­დე დავ­დი­ვარ. არა­სო­დეს მო­მი­ყო­ლია ეს ის­ტო­რია. ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი". წყარო
08 მაისი 2021 15:17
დზლიერი ქალბატონი ჯანმრტელობას გისურვებტ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები