playboy-ს ფუძემდებელი ცოლთან გაყრას ითხოვს - კვირის პალიტრა

playboy-ს ფუძემდებელი ცოლთან გაყრას ითხოვს

ცნობილი ჟურნალ  playboy-ს ფუძემდებელი და მთავარი რედაქტორი ჰიუ ჰეფნერი მეუღლესთან გაყრას ითხოვს. წყვილი უკვე 11 წელია ერთად აღარ ცხოვრობს.

როგორც ჰეფნერმა განაცხადა, კიმბერლი კონრადი შეუღლების პირველივე დღიდან ღალატობდა, მაგრამ გაყრის მიზეზი ეს არ გამხდარა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ კონრადმა - ჰეფნერის ორი შვილის დედამ ქმარს სასამართლოში უჩივლა და 5 მილიონი დოლარი მოითხოვა იმ გაყიდული სახლის თანხიდან, რომელიც მეუღლეებმა თანაცხოვრების დროს შეიძინეს. ჰიუ ამბობს, რომ მეუღლეს ხელშეკრულების მიხედვით ყველაფერი გადაუხადა, ბოლო ცენტამდე.

შეკითხვაზე, რატომ არ გაეყარა კონრადს 11 წლის წინ, 83 წლის ჰეფნერმა უპასუხა, - მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე დავიწყეთ ცხოვრება, მინდოდა ოფიციალურადაც გავყროდი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების სიყვარულითა და მისი თხოვნით არ გავაკეთეო.