ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი, ძალიან ცნობილი სპონსორი - კვირის პალიტრა

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი, ძალიან ცნობილი სპონსორი

რომის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:4, 2:6, 4:6 დამარცხდა.

მიუხედავად ამ წაგებისა, ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტი უნდა აღვნიშნოთ.

დავინახეთ, რომ ქართველს იტალიური ცნობილი ბრენდის, Emporio Armani-ს სახით ძალიან ცნობილი სპონსორი ჰყავს.

როგორც ჩანს, ახალი სპონსორი ნიკოლოზთან თანამშრომლობით მისი ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ დაინტერესდა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის ხელშეკრულება გააფორმეს მხარეებმა.