"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ“ - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია - კვირის პალიტრა

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ“ - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია

წარმატებული ქართველი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარუმატებელი ქორწინებები არაერთხელ გამხდარა განხილვისა და მითქმა-მოთქმის საგანი. ლიზა ბაგრატიონი ამ თემაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ჩნდება.

ლიზა ბაგრატიონის მესამე რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია. მათი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, საზოგადოებამ კი ამის შესახებ 2014 წელს გაიგო, როცა გიორგიმ ლიზას დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "უზომოდ მიყვარს, დღეს დაბადების დღე

აქვს."

წყვილი სიყვარულს არ მალავდა და "ფეისბუკზე" ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებდა. ურთიერთობის დასაწყისში, გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მათ ერთმანეთის ნახვა იშვიათად უწევდათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს წყვილისთვის დაბრკოლება არ ყოფილა: "სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს" - წერდა გიორგი ლიზაზე. განაგრძეთ კითხვა