უკრაინის ხელისუფლებამ ელტონ ჯონს უპატრონო ბავშვის შვილად აყვანაზე უარი განუცხადა - კვირის პალიტრა

უკრაინის ხელისუფლებამ ელტონ ჯონს უპატრონო ბავშვის შვილად აყვანაზე უარი განუცხადა

ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს უპატრონო ბავშვის შვილად აყვანაზე უარი ოჯახური მდგომარეობის გამო განუცხადეს.

უკრაინის ოჯახების, ახალგაზრდებისა და სპორტის მინისტრმა იური პავლენკომ სააგენტო "ასოშიეითედ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მშვილებელი, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, დაქორწინებული უნდა იყოს. ამას გარდა, უკრაინა ერთსქესიანთა ქორწინებას არ ცნობს.

ელტონ ჯონი 2005 წლიდან კანადელი რეჟისორის, დევიდ ფერნიშის სამოქალაქო პარტნიორია.

როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის უკრაინის ერთ-ერთი უპატრონო ბავშვთა სახლიდან ბიჭის შვილად აყვანას აპირებდა. ელტონ ჯონი ამ უპატრონო ბავშვთა სახლში ფონდ "ანტიშიდსის" მიწვევით იმყოფებოდა.