დემი მური: "პლასტიკური ქირურგის სკალპელი არასდროს მომკარებია" - კვირის პალიტრა

დემი მური: "პლასტიკური ქირურგის სკალპელი არასდროს მომკარებია"

47 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური უარყოფს გავრცელებულ ჭორს, თითქოს 2004 წელს პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ამ საქმეში 308.000 დოლარი

გადაიხადა.

31 წლის მსახიობ ეშტონ კატჩერის მეუღლე ამტკიცებს, რომ მის სხეულს პლასტიკური ქირურგის სკალპელი არასდროს შეხებია. ფრანგული ჟურნალისთვის  მიცემულ ინტერვიუში დემიმ განაცხადა: "ეს აბსოლუტური სიცრუეა. ოპერაცია არასდროს გამიკეთებია. სულაც არ განვიკითხავ მათ, ვინც პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის საუკეთესო გამოსავალია. მიმაჩნია, რომ პლასტიკური ოპერაცია დაბერების პროცესს ვერ შეაჩერებს. ეს მხოლოდ ნევროზთან გამკლავების საშუალებაა. სკალპელი ადამიანს ბედნიერებას ვერ მოუტანს".

მსახიობი არ გამორიცხავს, რომ მომავალში პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს, მაგრამ დღეს თავისი გარეგნობა სავსებით აკმაყოფილებს. დემის მიაჩნია, რომ თავის ასაკთან შედარებით ისედაც ახალგაზრდულად გამოიყურება და არ ცდილობს, 30 წლის ქალს დაემსგავსოს.