"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა
"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა
მუ­სი­კოს­მა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი", პა­ტა­რა მუ­სი­კო­სის ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძის შე­სა­ხებ და გია ყან­ჩე­ლის მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა:

"არას­დროს მო­მი­ყო­ლია ეს მის­ტი­კუ­რი ფაქ­ტი. რო­დე­საც ცოტ­ნეს პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი და­ი­ნიშ­ნა, ეროვ­ნულ ორ­კესტრთან ერ­თად, უკვე სექ­ტემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში გია ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. მე და ჩვე­ნი სა­მე­გობ­რო მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვა­კი­თხავ­დით, ვნა­ხუ­ლობ­დით, მაგ­რამ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­უ­ბა­რი აღარ შე­ეძ­ლო... იცო­და, რომ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ცოტ­ნეს კონ­ცერ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს სას­წა­უ­ლი მოხ­და - ცოტ­ნემ მო­ას­წრო მისი გაც­ნო­ბა. ცოტ­ნე
იყო მას­თან სახ­ლში, მის­თვის და­უკ­რა და გიამ თქვა, - ბედ­ნი­ე­რი ვარ, ისე მივ­დი­ვარ ამ ქვეყ­ნი­დან, რომ უკვე ვნა­ხე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შო­რე­უ­ლი მო­მა­ვა­ლიო... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გია ყან­ჩელ­თან პა­ტა­რა დი­ა­ლო­გი მქონ­და, მო­ი­კი­თხა, რო­გორ მი­დის რე­პე­ტი­ცი­ე­ბიო?- მო­ვუ­ყე­ვი რო­გო­რი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ ამ ბავ­შვის მერე ორ­კესტრიც შოკ­ში იყო. მა­შინ ასე­თი
რამ მი­თხრა: "მინ­და, რომ ეს დღე­სას­წა­უ­ლი შედ­გეს და პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ მე მა­ნამ­დე ვი­ცო­ცხლებ". მარ­თლაც, სა­ოც­რე­ბა მოხ­და... რო­დე­საც დამ­თავ­რდა ცოტ­ნეს კონ­ცერ­ტი და ჩვენ შინ წა­მო­ვე­დით, ცოტ­ნეც კონ­ცერ­ტის შემ­დგომ ჩემ­თან იყო, იმი­ტომ რომ ამ ემო­ცი­ე­ბის შემ­დეგ ვერ და­ვი­შა­ლეთ...

რა­ღაც დროს ღა­მით, უცებ ცოტ­ნემ თვა­ლი და­ად­გა გია ყან­ჩე­ლის მე­ხუ­თე სიმ­ფო­ნი­ის პარ­ტი­ტუ­რას და მთხო­ვა: - მოდი, ამ პარ­ტი­ტუ­რის თან­ხლე­ბით მო­ვის­მი­ნოთ მე და შენო. სტუმ­რე­ბი ცალ­კე იყ­ვნენ, ჩვენ ორნი ჩემს სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­ვმარ­ტოვ­დით, გა­დავ­შა­ლეთ გია ყან­ჩე­ლის შე­დევ­რის ნო­ტე­ბი, ჩავ­რთეთ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ჩა­ნა­წე­რი და და­ვი­წყეთ მოს­მე­ნა... მე­ო­რე დღეს, დი­ლას გა­ვი­გეთ გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და რო­დე­საც ვი­კი­თხე დრო, აღ­მოჩ­ნდა რომ ეს იყო ზუს­ტად მა­შინ, რო­დე­საც მე და ცოტ­ნე მის მუ­სი­კას ვუს­მენ­დით".

იხილეთ ვიდეო:

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები