"ზუ­კამ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბო­და 6 თვე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია ჰქონ­და. მამა-შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ულა­პა­რა­კი­ათ, მაგ­რამ რაზე, ამის შე­სა­ხებ ზუ­კას­თვის დღემ­დე არ მი­კი­თხავს..."
"ზუ­კამ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ლო­გი­ნი­დან ვერ დგე­ბო­და 6 თვე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია ჰქონ­და. მამა-შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ულა­პა­რა­კი­ათ, მაგ­რამ რაზე, ამის შე­სა­ხებ ზუ­კას­თვის დღემ­დე არ მი­კი­თხავს..."
წელს, 23 თე­ბერ­ვალს 59 წლის გახ­დე­ბო­და, 11 ივ­ნისს კი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 3 წელი გა­დის. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლისს უყ­ვარ­და. მისი ხმის ტემ­ბრი, გუ­ლი­ა­ნი ნამ­ღე­რი, იუ­მო­რი და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი არ ავი­წყდე­ბათ... სამ­წუ­ხა­როდ, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, მაგ­რამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მა­ინც შეძ­ლო, რი­თაც ერ­თგულ მსმე­ნელს, გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ნად­გო­მის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. რთუ­ლია, მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა. უჭირთ, რად­გან გიოს და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ
ტკი­ვილს არა­ფე­რი ანე­ლებს. AMBEBI.GE გიო ხუ­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, მუ­სი­კოს მაია ჯორ­ჯა­ძეს ესა­უბ­რა.

"ძა­ლი­ან ძნე­ლია მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი სამი წელი. დრო გა­დის, მაგ­რამ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა მისი არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი... გი­ოს­თან ერ­თად ჩემი ცხოვ­რე­ბის 29 წელი გა­ვა­ტა­რე... ასე
რომ, უმ­ძი­მე­სი რამ არის იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ გვერ­დით აღარ გვყავს... გიო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, ეს მის სი­ცო­ცხლე­შიც კარ­გად ვი­ცო­დით, მაგ­რამ ამა­ში ახლა მე­ტად და მე­ტად ვრწმუნ­დე­ბით... პი­რა­დად ჩემ­თვის მე­გო­ბა­რიც იყო, მე­უღ­ლეც, კე­დე­ლი, იმე­დი და იმე­დი იყო არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ყვე­ლას­თვის. ვსწავ­ლობ, ვსწავ­ლობ და კი­დევ ვერ ვსწავ­ლობ უმა­გი­სოდ ცხოვ­რე­ბას... იცო­და ხოლ­მე თქმა, - რომ არ ვიქ­ნე­ბი, მერე და­მა­ფა­სებთ... მისი წას­ვლით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ჩვენს ოჯა­ხურ ყო­ფა­ში, რად­გან ხომ ვამ­ბობ, მას­ზე ვი­ყა­ვით მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. აქ ოჯა­ხურ საქ­მე­ებს აღარ ვამ­ბობ... თურ­მე რამ­დე­ნი რამ არ ვი­ცო­დი და რამ­დენ რა­მეს მა­რი­დებ­და... რო­გო­რი რთუ­ლი ყო­ფი­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ვსწავ­ლობ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას. ამა­სო­ბა­ში ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, მაგ­რამ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი... ამი­ტომ, არ ვარ­გა ასე მინ­დო­ბი­ლი არა­ვის­ზე - არც დე­და­ზე, მა­მა­ზე, მე­უღ­ლე­ზე არას­დროს უნდა იყო," - გვიყ­ვე­ბა მაია ჯორ­ჯა­ძე. მისი სა­უბ­რი­დან ვი­გებთ, რომ გიო აქ­ტი­უ­რად სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზეც ზრუ­ნავ­და: "ქუ­ჩა­ში ვი­ღაც თუ შეგ­ვხვდე­ბო­და და თა­ვის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მო­უყ­ვე­ბო­და, გიო დახ­მა­რე­ბას და­პირ­დე­ბო­და და სა­ნამ პრობ­ლე­მას არ მო­უგ­ვა­რებ­და, იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. სულ უცხო ადა­მი­ა­ნებს, 2-ჯერ რომ ჰყავ­და ნა­ნა­ხი, იმა­თაც გუ­ლით ეხ­მა­რე­ბო­და, - ასე­თი იყო," - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი სულ ჰქონ­და, ის მომ­ღე­რა­ლი იყო და ხალ­ხმა მა­სობ­რი­ვად სიმ­ღე­რით გა­იც­ნო... რო­გორც მუ­სი­კოს­მა, ობი­ექ­ტუ­რად რომ შე­ა­ფა­სოთ გიო, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი...

- ჩემ­თვის ეს ცოტა ძნე­ლია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი... პრინ­ციპ­ში, ერ­თად ვა­კე­თებ­დით ყვე­ლა­ფერს... დღე რომ ვუს­მენ მის სიმ­ღე­რებს, გიოს ნამ­ღერ ტექ­სტებს, ფრა­ზებს რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ვხვდე­ბი და ვრწმუნ­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან ცოტა გვყავს ასე­თი მომ­ღე­რა­ლი... იმ დღეს მან­ქა­ნა­ში რა­დიო მქონ­და ჩარ­თუ­ლი და უცებ და­ი­წყო მისი სიმ­ღე­რა. სულ სხვა ყუ­რით მო­ვუს­მი­ნე და მარ­თლა სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რად მოჰ­ქონ­და მსმე­ნე­ლამ­დე სიმ­ღე­რა.

- კი და ეს გა­მო­არ­ჩევ­და კი­დეც სხვე­ბის­გან...
- ცოტა ხნის წინ ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე ყვე­ბო­და: თურ­მე რა­ღაც სიმ­ღე­რას წერ­დნენ. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. ლი­ლი­კოს უნ­დო­და, გიოს ერთი ფრა­ზა ჩა­ე­წე­რა. და­უ­რე­კავს მის­თვის, - მო­ვარ­და, არც იცო­და, რა სიმ­ღე­რა იყო, მაგ­რამ რაც ვუ­თხა­რი, ის ფრა­ზა მა­შინ­ვე თა­ვი­სე­ბუ­რად ჩა­წე­რა, მაგ­რამ ისე, რომ მერე მთე­ლი სიმ­ღე­რა გა­და­ვა­კე­თეო...

- ანუ რო­გორც გა­ი­გო, ისე იმ­ღე­რა...
- მარ­თლაც ეგ ჰქონ­და, რო­გორც ეს­მო­და, ისე მღე­რო­და... ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი რომ იყო, მის სიმ­ღე­რებს ვერ ვუს­მენ­დი... ბოლო კონ­ცერ­ტიც არ მი­ნა­ხავს და სურ­ვი­ლიც არ მაქვს, ვნა­ხო, არ შე­მიძ­ლია. ამას წი­ნათ ერთ-ერთ არხზე ყო­ფი­ლა, მწერ­დნენ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზო­რი ვერ გა­დავ­რთე იმ არხზე... იმ დღეს ყვე­ლამ იმ­ღე­რა გიოს სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ, ვერც ერთი სიმ­ღე­რა ვერ იმ­ღე­რა მის­ნა­ი­რად...  გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები