“მტე­რი ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს. ვფიქ­რობ, რომ ზურა გა­ვა­ბერ­დნი­ე­რე და არ გა­მი­უ­ბე­დუ­რე­ბია“ - რას ჰყვება რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე
“მტე­რი ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს. ვფიქ­რობ, რომ ზურა გა­ვა­ბერ­დნი­ე­რე და არ გა­მი­უ­ბე­დუ­რე­ბია“ - რას ჰყვება რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე
გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­და­ცე­მა "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის", კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი გა­და­ცე­მა გა­ვი­და. ია ფა­რუ­ლა­ვას სტუმ­რად მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი ქმრის, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ჰყავ­და. რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მისი და ზუ­რას რო­მა­ნის, ასე­ვე მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა რო­მა­ნით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო მუ­სი­კით. საქ­მი­ან ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი - სა­დაც ვმღე­რო­დი, იქ მო­ვი­და ზურა და მისი მე­გობ­რე­ბი. მე­რი­დე­ბა ჩემს თავ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეტყო­ბა მო­ე­წო­ნათ ჩემი ნამ­ღე­რი. ნუ ატყდა ერთი
ამ­ბა­ვი, კარ­გად მღე­რიო, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არა­ფე­რი არ გაკ­ლი­აო და მოდი ვცა­დო­თო, გა­ვა­კე­თო­თო პროგ­რა­მა, ზუ­რამ შე­მომ­თა­ვა­ზა.

რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცურ, მოკ­რძა­ლე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩენ­და, მაგ­რამ მე მქონ­და ჩემი მი­ზა­ნი, მა­შინ არც პი­რად გეგ­მებს ვგეგ­მავ­დი, იმი­ტომ რომ შვი­ლი მყავ­და გა­საზ­რდე­ლი და ამა­ზე ვი­ყა­ვი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­დარ­თუ­ლი. მოკ­ლედ, შე­მოქ­მე­დე­ბა­ში
გა­ვი­შა­ლეთ. მუ­სი­კას ძა­ლი­ან დიდი ძალა აქვს. მე არც ვი­ცო­დი ვის სახ­ლში დავ­დი­ო­დი, მე მივ­დი­ო­დი ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში არას­დროს შემ­ხვედ­რია მა­რი­ნა ბე­რი­ძე", - ამ­ბობს რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე - თვლი თუ არა, რომ აღ­მოჩ­ნდი მა­რი­ნა ბე­რი­ძი­სა და ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი, ასე პა­სუ­ხობს:

"ვფიქ­რობ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი წლე­ბი არ არის, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი არის ხა­რის­ხი. ალ­ბათ, გაჩ­ნდა იქ სი­ცა­რი­ე­ლე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მამ­დეც. რო­დე­საც სი­ცა­რი­ე­ლე არ არის, გა­მო­რი­ცხუ­ლია ის ად­გი­ლი სხვამ და­ი­კა­ვოს. ჩვენ (გუ­ლის­ხმობს მა­რი­ნა ბე­რი­ძეს) შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ამ თე­მა­ზე, და გულ­წრფე­ლად უნდა ვთქვა, მე და­ვი­ნა­ხე უფრო მე­ტად რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის შიში, ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის", - ამ­ბობს რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძე.

გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ Aმბები.გე ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. გვი­თხრა, რომ მე­ო­რე დღეა მის ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­და­ცე­მის სკან­და­ლუ­რო­ბი­სა, დარ­ჩა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვუს­ვით...

- ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ამ­ბობ­და, "არის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­საც ხელი არ უნდა მო­კი­დო, ეს და­მე­მარ­თა ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ოჯა­ხით ამა­ყობ­და, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი მქონ­და..." და თქვენ ამ ოჯახს ხელი მო­კი­დეთ?

- ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი მარ­ტო წლე­ბი არ არის, მთა­ვა­რი ხა­რის­ხია, მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულს კი სულ საზ­რდო­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია. დახ­ვე­წი­ლი და ინ­ტე­ლი­გენ­ტი ადა­მი­ა­ნია. ის არ გა­მო­ვა და ზედ­მეტ ლა­პა­რაკს არ და­ი­წყებს რა იყო, რო­გორ იყო და რა­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, არც უნდა და­ი­წყოს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ვი­კი­თხე, ამ­ბობ­და, ზურა ჩემს ჩრდილ­ქვეშ მო­ექ­ცაო. მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვერც ზუ­რა­სი და ვერც ჩემ ნიჭს ჩრდილს ვერ მი­ა­ყე­ნებს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩანს და ხალ­ხი არ­ჩევს შავ­სა და თეთ­რს. მე­ღი­მე­ბა ხოლ­მე ამა­ზე, რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ მის ინ­ტერ­ვი­უს, რომ თურ­მე ზურა ლა­ლი­აშ­ვილს დის­კომ­ფორ­ტს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი უქ­მნის. ჩემ­ზე კა­რი­ე­რის­ტი არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა (იღი­მის), რად­გან ბავ­შვო­ბი­დან შე­მოქ­მე­დე­ბით ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ზუ­რას ამ კუ­თხით პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შე­უქ­მნია. ჩვენ არ ვე­ჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, ვინ უფრო ნი­ჭი­ე­რია, პი­რი­ქით, ამას ერ­თმა­ნე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ვი­ყე­ნებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე გა­სუ­ლი ვიყო, მაგ­რამ მე და ზუ­რას შო­რის ში­ნა­გა­ნი ძაფი არ წყდე­ბა. ალ­ბათ ეს არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­დუმ­ლო.

- ერთ წი­ნა­და­დე­ბა­საც წა­გი­კი­თხავთ თქვენ­ზე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ინ­ტერ­ვი­უ­დან "მას ეგო­ნა რომ ვბლო­კავ­დი, მის­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია.." - და მარ­თლაც, სად ხართ ახლა?

- უხერ­ხუ­ლია პარ­ტი­ე­ბით სა­უ­ბა­რი, რას ნიშ­ნავს მის­მა პარ­ტი­ამ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ვარ თუ მი­ნის­ტრი? მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მისი პარ­ტი­აა, მაგ­რამ მე ეს არა­სო­დეს მიხ­სე­ნე­ბია, რად­გან ადა­მი­ა­ნებს პარ­ტი­ე­ბის მი­ხედ­ვით არ ვყოფ. უბ­რა­ლოდ გულ­ზე მოხ­ვდა რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა და ეს სი­ტყვე­ბიც ამან ათ­ქმე­ვი­ნა. გააგრძელეთ კითხვა
მეა
21 მაისი 2021 10:52
მარინა თვითნაბადი ოქროა. მის მიმართ "მუსიკალურმა" შურმა მიგიყვანა მაგ ნაბიჯამდე. მარინას წარმატებები "შენი მონაპოვარის" დამსახურაბა არ არის.. გაიგე, ეგ მარინას უნიკალური ნიჭია!! გოლიათებთან ბრძოლას განსაკუთრებული ცოდნა უნდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები