"დებივით ხართ..." - მაკა ძაგანიას ფოტოს მშვენიერ ქალიშვილთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"დებივით ხართ..." - მაკა ძაგანიას ფოტოს მშვენიერ ქალიშვილთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მსახიობი მაკა ძაგანია 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი - თინათინ ჩაკვეტაძე შეეძინა. თინათინი თანდათან თინი, თინუცა, ბოლოს კი ნუცა გახდა. დღეს ნუცა 20 წლისაა. მას უმცროსი ძმა - გიორგი ცერცვაძე ჰყავს (რომელიც მაკას მეორე ქორწინებიდან შეეძინა). მაკასა და ნუცას ერთობლივ ფოტოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. "ლამაზი გოგოები", "დებივით ხართ", "ძალიან გავხართ ერთმანეთს" - უწერენ კომენტარებში მაკას და ნუცას.

"ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება.

რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა", - იხსენებს მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნუცა სტუდენტია, კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს.

mshoblebi.ge