სიგარის რეკორდი - კუბის საკუთრება - კვირის პალიტრა

სიგარის რეკორდი - კუბის საკუთრება

კუბელმა სიგარის ოსტატმა ხოსე კასტელარ კაირომ თავისივე ბოლო რეკორდი დაამხო და 81,8 მ სიგრძის ჰავანური სიგარა დაამზადა. წინა რეკორდი "სულ რაღაც" 45,38 მ იყო.

67 წლის ოსტატის თქმით, სიგარის სიგრძის რეკორდი მუდამ კუბას უნდა ეკუთვნოდეს, რადგან აქ საუკეთესო სიგარები მზადდება და მსოფლიოში საუკეთესო თამბაქო მოდის... კასტელარი სარეკორდო სიგარას 25 აპრილიდან, რამდენიმე დღის მანძილზე, "გინესის" ოფიციალური წარმომადგენლებისთვის "საქმის გასაადვილებლად"  ჰავანაში, ინგლისის საელჩოს შენობაში, რამდენიმე ასისტენტის დახმარებით ახვევდა.