"თურ­მე ელი­სო ბოლ­ქვა­ძე 10-15 წუ­თით, ან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით და­ქორ­წინ­და და მერე აღარ და­ქორ­წინ­და" - რა კომენტარს აკეთებს ელისო ბოლქვაძე "ფეისბუქპოსტის" გამო ატეხილ ამბავზე? - კვირის პალიტრა

"თურ­მე ელი­სო ბოლ­ქვა­ძე 10-15 წუ­თით, ან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით და­ქორ­წინ­და და მერე აღარ და­ქორ­წინ­და" - რა კომენტარს აკეთებს ელისო ბოლქვაძე "ფეისბუქპოსტის" გამო ატეხილ ამბავზე?

რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ელისო ბოლქვაძის "ფეისბუქ" გვერდზე გაჩნდა პოსტი, სადაც მითითებული იყო, რომ ბოლქვაძე დაქორწინდა. რამდენიმე წუთში აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ ჩანდა. თემაზე დღეს კომენტარი ელისო ბოლქვაძემ "ტვ პირველთან“ გააკეთა.

“ძალიან სასაცილო თემაა ესა. მე ჩემს "ფეისბუქში“ შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი “სეთინგებში”, მაინტერესებდა რაღაცები და შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო Got Married (დაქორწინდა), ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი.

ამაზე მთელი თემა დაიწერა და მთელი გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით, ან ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. არ ვიცი, რა მოხდა მერე, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო. იმდენმა დამირეკა და იმდენი "ესემესი" მივიღე, იმდენი გაოცებული ადამიანი მილოცავდა და რას მილოცავდა, ვერ მივხვდი კარგად.

ვინ აღარ მომილოცა, ოღონდ რა.. მეგობრები, დეპუტატები, ყველა და რამე ხომ არ გამოგვრჩა.. ყველა იყო გაოცებული და ზოგს არ სჯეროდა" - ამბობს ელისო ბოლქვაძე.