ჟიურის მხიარული კრება - კვირის პალიტრა

ჟიურის მხიარული კრება

კანის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიური მეტად ავტორიტეტულია - თავმჯდომარე რობერტ დე ნირო გახლავთ, ხოლო ერთ-ერთი წევრი - ბოლო ხანს წონაში დაკლებული და ფორმაში ჩამდგარი უმა თურმანი.

მართალია, ფესტივალს მეგავარსკვლავები არ აკლია: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, შონ პენი, პენელოპა კრუზი, მელ გიბსონი თუ ჯონი დეპი, ასევე აქვე არიან პედრო ალმოდოვარი, ლარს ფონ ტრიერი, მაგრამ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მაინც სასტუმრო "მარტინესის" აივანი აღმოჩნდა, სადაც ჟიურის თავმჯდომარესთან "ენერგიული წევრის" სტუმრობა შამპანურის "აკომპანემენტით" გაიმართა...

უმას განცხადებით, მათ აივანზე მომავალ სამუშაოზე იმსჯელეს, ხოლო იმას, რომ თავმჯდომარეს ეხუტებოდა, რასაკვირველია,  "კრებისთვის ხელი არ შეუშლია".