"ბავშვის დღე" - იაპონურად - კვირის პალიტრა

"ბავშვის დღე" - იაპონურად

იაპონიაში უძველესი დროიდან 5 მაისი "ბიჭების დღეა" ("გოგონების დღე" 3 მარტია), თუმცა ბოლო ათი წელია, ზოგადად "ბავშვის დღე" აღინიშნება.

ცუნამის გადარჩენილი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ერთგვარი "ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის" მიზნით, ამ დღეს მეტად უჩვეულო გასართობი ღონისძიება მოაწყო ტოკიოს აეროპორტმა "ჰანედამ" - უზარმაზარ "ბოინგ-787"-ზე გამობმულ ბაგირს ყველა ერთად  დაეჭიდა და ლაინერი რამდენიმე ათეულ მეტრზე გაათრიეს.