"გოგონებს ლონდონში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება
"გოგონებს ლონდონში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება
2008 წლის 13 თე­ბერ­ვალს ლონ­დონ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ. იმ წლებ­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაზ­რდი­ლი იყო. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი ხნის მან­ძილ­ზე ოპო­ზი­ცი­ა­ში აჩენ­და ეჭვს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და.

პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან იმ წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის დები, დის შვი­ლე­ბი, პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სიძე - ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ.

ბიზ­ნეს­მენ­მა შექ­მნა პრო­ექ­ტი "არტ იმე­დი", სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მა­შინ ერ­თგვა­რი გა­მო­ცო­ცხლე­ბა და­ი­წყო ქარ­თუ­ლი შუ­ბიზ­ნე­სის. მი­უ­ხე­და­ვად ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა, თით­ქმის არა­სო­დეს ჩან­
და მისი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი.

რძლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნის დედა, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­უბ­რობ­და ხოლ­მე. ლიკა და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბი, დედა ინა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­დნენ, გო­გო­ნებ­მა თა­ვის დრო­ზე გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­ი­ღეს და ორი­ვეს უცხო­ე­ლი ქმრე­ბი ჰყავთ.

ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მოს­კოვ­ში კი­დევ ერთი შვი­ლი, ვაჟი ჰყავ­და, რო­მელ­საც აღი­ა­რებ­და, თუმ­ცა ოჯახ­მა არ იცო­და.

ნა­თე­ლა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და:

"ბად­რის გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ხში­რად მი­დი­ან სტუმ­რად დე­დას­თან. მათ მა­ინც ქა­ლაქ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს. იქ გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბაა, ბავ­შვე­ბი ათას რა­მე­ზე დაჰ­ყავთ. როცა დრო აქვთ, ინას­თან არი­ან. ინა ბად­რის საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი რძა­ლი მყავს, ყვე­ლა­ფერს კარ­გად არ­თმევს თავს. უფ­რო­სი შვი­ლი ლიკა, მა­მას ისე ჰგავს თვი­სე­ბე­ბით, სა­უბ­რის მა­ნე­რით, თით­ქოს ბად­რი ლა­პა­რა­კობს. იაც და ლი­კაც ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან...".

ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი-ჟმო­ტო­ვა დიდი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი შვი­ლი ჰყავს. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მმარ­თვე­ლო­ბაც ჩა­ი­ბა­რა...

ლი­კას ორი შვი­ლი ჰყავს და გარ­და იმი­სა, რომ მა­მის ბიზ­ნე­სებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 2019 წელს მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცია, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გაგრძელება


NNNN
24 მაისი 2021 09:00
თავი დაგვანებეთ.ამათი ცხოვრება არ გვაინტერესებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები