ანჯელინა ჯოლიმ პიტს ძიძასთან შეუსწრო - კვირის პალიტრა

ანჯელინა ჯოლიმ პიტს ძიძასთან შეუსწრო

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის განხეთქილებაა, - მსოფლიოს ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა ქმარს ძიძასთან საბავშვო ოთახში შეუსწრო, - ბრედი ქალს

ზურგზე მასაჟს უკეთებდა. განრისხებულმა ანჯელინამ სილა გააწნა ქმარს და ძიძაც დაითხოვა. ბრედ პიტი ირწმუნება, შვილების მომვლელს მასაჟის გაკეთება იმიტომ შევთავაზე, რომ თავს ცუდად გრძნობდაო, მაგრამ ექვსი შვილის დედას ქმრის განმარტება სარწმუნოდ არ ეჩვენება.

ამ ამბის თვითმხილველმა გაუმხილა ჟურნალისტებს, ჯოლიმ სილა გააწნა ბრედს, თან გაჰყვიროდა, გაეთრიე სახლიდან და აღარასოდეს დაბრუნდეო. თურმე ხმაურზე ტყუპმაც გაიღვიძა. მამა შეეცადა, დაეწყნარებინა ბავშვები, მაგრამ ჩხუბი არ ცხრებოდა. როგორც ამბობენ, ცოლისგან შერისხულ პიტს სახლიდან წასვლამ მოუწია და 4 საათის განმავლობაში მოტოციკლეტით დაქროდა.