"მესამე და სამართალი" - კვირის პალიტრა

"მესამე და სამართალი"

ახლახან "მეტროპოლიტენ მუზეუმის" კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისზე შეკრებილ მსოფლიო ბომონდს 68 წლის სერ პოლ მაკარტნიმაც წარუდგინა მომავალი მეუღლე, 51 წლის ნენსი შეკელი - ნიუ-იორკის სატრანსპორტო კომპანიის ვიცეპრეზიდენტი.

ისინი უკვე 4 წელია მეგობრობენ. სერ პოლის თქმით, მისი მესამე საპატარძლო და მომავალი დედინაცვალი მის ხუთივე შვილს ძალიან მოსწონს... მაკარტნის პირველ ცოლთან, ლინდასთან (1998 წელს გარდაიცვალა) ჰყავს 4 შვილი: 48 წლის ვერესკი, 41-ის მერი, 39-ის სტელა და 33-ის ჯეიმსი, მეორე მეუღლესთან, ჰიზერ მილსთან (2008 წელს გაეყარა) კი 7 წლის ბეატრისი.