კარლა კანში ვერ გაძვრა - კვირის პალიტრა

კარლა კანში ვერ გაძვრა

კანის კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნისას წითელ ხალიჩაზე სუპერვარსკვლავებთან ერთად, საფრანგეთის პირველ ლედის, კარლა ბრუნისაც უნდა გაევლო, ის ფესტივალის "გამხსნელ" ვუდი ალენის ფილმში - "შუაღამე პარიზში", ეპიზოდურ როლს თამაშობს.

მოულოდნელად კარლამ კანში წასვლაზე უარი განაცხადა, რაც "პირადი და პროფესიონალური" მიზეზებით ახსნა. სხვათა შორის, ინფორმაცია 43 წლის კარლას ორსულობის თაობაზე მაისის დასაწყისიდან ვრცელდება და კომპეტენტური წყაროების მტკიცებით, ოქტომბერში ტყუპიც ეყოლება.

თუმცა "ბოროტი ხმები" ამბობენ, რომ ბრუნის ფესტივალზე წაუსვლელობა არა ორსულობით, არამედ სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული: პრეზიდენტ სარკოზის ავადმყოფური ეჭვიანობით "მექალთანე" რეჟისორ ვუდი ალენის მიმართ...