რენეს კუნთები რად უნდა... - კვირის პალიტრა

რენეს კუნთები რად უნდა...

"მეტროპოლიტენ მუზეუმის" კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისზე  რენე ზელვეგერს უცნაური პრობლემა შეექმნა. თურმე ბოლო დროს "ბრიჯით ჯონსის" შესახებ  ორ ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის ვარსკვლავს წონის გვარიანი მომატება დასჭირდა.

გადაღებების დასრულების შემდეგ პუნქტუალური რენე იძულებული გახდა, ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად რეგულარულად ევარჯიშა სპორტდარბაზშიც, სარბენ ბილიკზეც და ახლა იდეალურ ფორმაშია.

თუმცა მეჯლისზე ზელვეგერმა ერთი რამ ვეღარ გათვალა - არჩეული საზეიმო კაბა ზურგზე მთლიანად გახსნილი გახლდათ და ნებისმიერი მოძრაობისას მოშიშვლებულ ზურგზე რელიეფურად მოუჩანდა ახალშეძენილი "არაქალური" კუნთები... გამწარებულმა ლამაზმანმა მეჯლისის შემდეგ განაცხადა, რომ "ბრიჯით ჯონსზე" ფილმების გაგრძელების შემთხვევაშიც კი წონაში ექსპერიმენტებს აღარ აპირებს.