ანა მარგველაშვილმა უმცროსი შვილის ფოტო გაასაჯაროვა - ექსპრეზიდენტის შვილის ოჯახური ფოტოები "ინსტაგრამიდან" - კვირის პალიტრა

ანა მარგველაშვილმა უმცროსი შვილის ფოტო გაასაჯაროვა - ექსპრეზიდენტის შვილის ოჯახური ფოტოები "ინსტაგრამიდან"

გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი 2020 წლის ნოემბერში მეორედ გახდა დედა.  ექსპრეზიდენტის შვილი საიდუმლოდ ინახავდა ორსულობას. სოციალურ ქსელში შვილიშვილის დაბადების შესახებ სტატუსი ანას დედამ, ტასო ვირსალაძემ გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, ვინ არის ანას მეორე შვილის, კირას მამა.

ექსპრეზიდენტის შვილს უფროსი გოგონა ანასტასია, გიორგი ჩიჩუასთან ქორწინებიდან ჰყავს, რომელსაც მალევე დაშორდა.

როგორც ჩანს, ანა შვილებთან ურთიერთობას დიდ დროს უთმობს და მათ ფოტოებს "ინსტაგრამის" გვერდზეც აქვეყნებს ხოლმე.

ასევე პოულობს დროს პატარა ძმებთან, თემო და თომა მარგველაშვილებთან ურთიერთობისთვის.