"Знай наших" - ექ­სპრე­ზი­დენ­ტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პროტოტიპს უკ­რა­ი­ნულ კო­მე­დი­ურ მინი-სე­რი­ალში ბესო ზან­გუ­რი თა­მა­შობს - კვირის პალიტრა

"Знай наших" - ექ­სპრე­ზი­დენ­ტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პროტოტიპს უკ­რა­ი­ნულ კო­მე­დი­ურ მინი-სე­რი­ალში ბესო ზან­გუ­რი თა­მა­შობს

Знай наших - ასე ჰქვია უკრაინულ კომედიურ მინი-სერიალს, სადაც ქართველი პერსონაჟის როლს, რომლის პროტოტიპიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ბესო ზანგური თამაშობს. ინფორმაციას კი სოციალურ ქსელში მსახიობი თავად ავრცელებს. უცნობია, რატომ არ უთქვამს ბესო ზანგურს დღემდე ამ როლის შესახებ, რადგან ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ Знай наших-ის პირველი სეზონი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა ეკრანზე და ტელეკომპანია 1+1-ის ეთერში გადიოდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზანგური მიხეილ სააკაშვილის როლში გადაიღეს, მსახიობმა დაადასტურა, რომ პრემიერა ნამდვილად ორი წლის წინ იყო, თუმცა აქამდე ამ როლის შესახებ არ უსაუბრია.

კომედიური სერიალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იმაზე მოგვითხრობს, თუ რას გრძნობენ უცხოელები უკრაინაში ჩასვლისას. როგორ ატარებენ დროს და რა ტიპის თავგადასავლებში ეხვევიან. მსახიობი ბესო ზანგური საქართველოდან ჩასული ქართველი პოლიტიკოსის, ზურა კოხეთის როლს ასრულებს. მისი გმირი ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილს. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: