ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი? - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი? - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება

მარიამ ქვრივიშვილი, რომელსაც 30 წლის ასაკში, უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

კარიერა

მანამდე მას პარალამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. პარლამენტარობამდე კი - 2019-2020 წლებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2012-2014 წლებში მას ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია "ვოიაჟერის" გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის ფლაიდუბაი რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი "აჭარა ჯგუფის" ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.

ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ის თავის დროზე, მთავრობაში, როგორც ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრი, ისე გამოჩნდა და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სწორედ გახარიას გუნდში ვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ, ქვრივიშვილი "ოცნების" სამთავრობო გუნდს შეუერთდა.

მოკლედ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა უკვე ბევრი რამის მოსწრება შეძლო. მისი კარიერასავით შთამბეჭდავია, მარიამის ქონებრივი მდგომარეობაც.

ვინ არის ახალგაზრდა პოლიტიკოსის მეუღლე?

როგორც მარიამ ქვრივიშვილის დეკლარაციიდან ვიგებთ, მისი მეუღლე 1992 წელს, სოხუმში დაბადებული ოთარ (ოთო) ბერიშვილია. ის მარიამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კერძო სექტორში მოღვაწეობს.

როგორც მარიამის დეკლარაციიდან ირკვევა, ის არის რამდენიმე კომპანიის (შპს "გემო-96", შპს "რუბიკონი 1", შპს "კურორტი აბასთუმანი სანატორიუმი არაზინდო", შპს "ს ბათუმი", სს "დასასვენებელი სახლი შუქურა", შპს "ინდუსტრიული ქალაქი") დირექტორი, რომელთა საქმიანობითაც, მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასვე უკავია შპს "აჭარა ჯგუფისა" და სს "ნინოს" ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია, სადაც შემოსავლის სახით 81 085 და 7 890 ლარი აქვს მიღებული; შპს "კოლექტივ დეველოპმენტის" დირექტორის პოზიციაზე კი შემოსავალმა 36 000 ლარი შეადგინა. ოთო ბერიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - Mercedes- E Class-ს, ორ ბინას თბილისში და კიდევ ერთი ბინის 33,33%-იან წილს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 10 064 ლარი ჰქონდა.

ოთო და მარიამი პირადი ცხოვრების აფიშირებას ნაკლებად ცდილობენ, შესაბამისად, მათ ოჯახურ იდილიაზე შეგვიძლია მხოლოდ იმ კომენტარებით ვიმსჯელოთ, რომლებსაც სოციალურ ქსელში ახლობლები უწერენ. იხილეთ სრულად