რას წერს რუსკა მაყაშვილი, რომელიც მეორე შვილის დედა გახდა - კვირის პალიტრა

რას წერს რუსკა მაყაშვილი, რომელიც მეორე შვილის დედა გახდა

მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე დღეს მეორე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კატო დაარქვეს.

"ძალიან დიდი მადლობა, რეკორდული რაოდენობის მოლოცვა თქვენგან ძალიან სასიამოვნოა .ისეთი მაზალო კატო გვყავს, რომელიც უკვე ზედმეტად გვიყვარს და რა თქმა უნდა, სიტყვებს აზრი არ აქვს, როგორც მაშინ ილია, ახლა კატო დაგვეთხლიშა თავზე, ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერი" - წერს ახალნამშობიარები რუსკა მაყაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ინფორმაციისთვის, რუსკას და სანდროს  4 წლის ვაჟი, ილია ჰყავთ.

წყარო