" ბა­ბუ­ას­გან გა­მომ­ყვა იუ­მო­რი, შე­მარ­თე­ბა" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა - კვირის პალიტრა

" ბა­ბუ­ას­გან გა­მომ­ყვა იუ­მო­რი, შე­მარ­თე­ბა" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

2021 წლის 26 მაისს გენერალი კვინიტაძე ასწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება სამშობლოს - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით.

საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოვიდნენ გენერლის შთამომავლები, მათ შორის კინოსა და ტელევიზიის მსახიობი მარიამ დ'აბო, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალ დღეში" ისაუბრა, რამდენად ემოციურია მისთვის ეს დღე:

"ეს ქვეყნისთვის, ოჯახისთვის ძალიან ემოციურია... ბაბუაჩემს ყოველთვის ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება. ბებიაჩემიც, მარიამ მაყაშვილიც ოცნებობდა იმაზე, რომ დაბრუნებულიყო სახლში. საქართველოს დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავზე ხელისუფლებამაც, ოჯახმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მისი ნეშტის დაბრუნების საქმეში და ბაბუას ბოლო განსასვენებელი იქნება პანთეონი.

მე პატარა გოგონა, 8 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა და შემდეგ აღმოვაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ამ ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში. ბევრს ვიცინოდი ხოლმე მასთან ერთად, ის "მალინკა დუშკას" მეძახდა... ბაბუასგან გამომყვა იუმორი, შემართება, რწმენა, კეთილსინდისიერება, სულის სიმტკიცე და ერთგულება. იგი არასდროს ჩერდებოდა, სულ რაღაცას მასწავლიდა... იხილეთ სრულად