"ბავშვი რომ ჩამახუტეს, ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ - კვირის პალიტრა

"ბავშვი რომ ჩამახუტეს, ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

მსახიობების წყვილი - ანდრია გევლესიანი და მაიკო ვაწაძე მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ანდრია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და სამშობიაროდან ფოტოს აქვეყნებს.

"დაიბადა ალექსანდრე ანდრიას ძე, გველესიანი! 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უბედნიერესი ვარ".

ანდრია თავის ემოციებს AMBEBI.GE -ს უზიარებს:

"ბავშვის დაბადებას სხვა რიცხვებში ველოდით, მაგრამ მოულოდნენლად დაეწყო მშობიარობა. გამოდის, რომ თვითონ ბავშვმა აარჩია 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რაც ჩემთვის ორმაგად ემოციური და სასიხარულოა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს დაიბადა. იმხელა ბედნიერებაა, რისი სიტყვებიც გადმოცემაც მიჭირს.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაიკო და ბავშვი კარგად არიან. მშობიარობას ვესწრებოდი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ქმარი მშობიარობას დაესწროს, საჭირო მომენტში, მეორე ნახევრის გვერდით იდგეს. ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში და ამ დროს მაიკოს მარტოს არ დავტოვებდი... ბავშვი რომ ჩამახუტეს, ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა, ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს".