"მად­ლო­ბა, ლე­გენ­დავ" - რა აკავშირებს დაღესტნელ სპორტსმენს კახა კალაძესთან და ბერა ივანიშვილთან - კვირის პალიტრა

"მად­ლო­ბა, ლე­გენ­დავ" - რა აკავშირებს დაღესტნელ სპორტსმენს კახა კალაძესთან და ბერა ივანიშვილთან

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც მოზარდებისთვის მასტერკლასს გამართავს. ინფორმაციას აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და საბრძოლო კლუბ "წმინდა გიორგის" დამფუძნებელი, თეიმურაზ გერგედავა Sputnik-abkhazia-სთან ადასტურებს.

"ნურმაგომედოვი ახალგაზრდა სპორტსმენების კითხვებს უპასუხებს, შედგება საბრძოლო კლუბ "წმინდა გიორგის" მებრძოლების საჩვენებელი შეხვედრები", - ამბობს გერგედავა. მისივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ლიდერები და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამ ღონისძიებაზე აფხაზეთის ეროვნული პლატფორმა "აფხაზეთის მომავალი" აიღებს სტარტს, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარებას.

ცნობისთვის, ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი მენეჯერი, რიზვან მაგომედოვი საქართველოს ხშირი სტუმრები არიან. სპორტსმენის "ინსტაგრამ" გვერდზე 2018 წელს საქართველოში გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ:

მეტიც, 2020 წლის დეკემბერში, რიზვან მაგომედოვს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, კახა კალაძეს და ბერა ივანიშვილს ონლაინ შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრის მიზანი რეგიონში შერეული ორთაბრძოლების განვითარება იყო.

"ვფიქრობ, კარგი დასაწყისია, ნათელი პერსპექტივებია, მოძრაობას საჭირო მიმართულებით გავაგრძელებთ. მადლობა თბილი შეხვედრისთვის", - წერდა მაშინ მაგომედოვი.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ხაბიბის მენეჯერს, რიზვანს, მაისური აჩუქა საკუთარი ხელმოწერით, რომელიც მაგომედოვს ხაბიბისთვის უნდა გადაეცა. "მაისური, პირდაპირ ხაბიბისკენ მიემართება", - აღნიშნა რიზვანმა. გააგრძელეთ კითხვა