"მან მი­მი­პა­ტი­ჟა სა­დილ­ზე, რაც მა­შინ ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"მან მი­მი­პა­ტი­ჟა სა­დილ­ზე, რაც მა­შინ ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

მოდის სამყაროს ასეთი ლამაზი და მტკიცე პლატონური სიყვარულის ისტორია არ ახსოვს. სიყვარულის ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს უფრო ჰგავს, რომლის "სიუჟეტის" თანახმად, 1953 წელს, ფილმ "საბრინას" გადაღებისას, ოდრი ჰეპბერნმა პარიზში ყოფნისას, გაიგო ჟივენშის თანამედროვე დიზაინის შესახებ, მისმა სუფთა ჭრილებმა და სილუეტებმა ახალგაზრდა ქალბატონის ყურადღება მიიპყრო. მან მალევე დანიშნა ვიზიტი, ფრანგ კუტურიე უბერ დე ჟივენშთას და მის სტუდიას ეწვია. ოდრის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო, გაერკვია, შეძლებდა თუ არა, იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერთან "საბრინასთვის" მდიდრული კაბების შექმნას. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა და უცნაური სიყვარულის დასაწყისი.

ჟივენში ოდრის სტუმრობას არ ელოდა, არც კი იცოდა ვინ იყო. ის ელოდა იმ დროისთვის ბევრად ცნობილ და პოპულარულ კეტრინ ჰეპბერნს..."მოუთმენლად ველოდები კეტრინ ჰეპბერნს, დადგა ეს დღეც, კარი იღება და შემოდის ოდრი ჰეპბერნი. ამ მომენტში იმედგაცრუებული ვარ... ეს იყო ძალიან გამხდარი ადამიანი, ლამაზი, მაგრამ ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით, მოკლე თმით, სქელი წარბებით, რომელსაც ეცვა ძალიან ვიწრო კოჭს ზემოთ გადაჭრილი შარვალი, ბალერინის ფეხსაცმელი და პატარა მაისური, რომელშიც ჭიპი უჩანდა. თავზე ჩალის გონდოლიერის ქუდი ეხურა, რომელსაც წითელი ლენტი ეკეთა წარწერით - "ვენეცია", რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე? მეუბნება, რომ ის არის "რომაული არდადეგების" გმირი, რომ მზადდება კიდევ ერთი კინოპროექტი, "საბრინა", რომლის გმირიც თვითონაა და "პარიზის სულისკვეთებით" უნდა ჩაიცვას"...

ახალგაზრდა ქალბატონმა ჟივენშს ჰკითხა: - სურდა, თუ არა მისი გარდერობის შექმნა "საბრინასთვის"? დიზაინერმა უარი განუცხადა: - "არა, ქალბატონო, ბოდიში, მაგრამ მე ვერ ჩაგაცმევთ, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მეყოლება საკმარისი თანამშრომელი 15-20 კაბის შესაკერად, ჩემი კოლექციის შექმნით ვარ დაკავებული". "გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, მაგრამ მსურს რომ ჩამაცვათ" - განუცხადა ოდრიმ. ერთთმანეთს უარით დაემშვიდობნენ, მაგრამ ოდრიმ ეს უარი არ მიიღო. მიუხედავად ნაზი გარეგნობისა, მას მტკიცე და ძლიერი ხასიათი ჰქონდა. რამდენიმე დღეში ოდრიმ ჟივენში სადილზე დაპატიჟა, დიზაინერმაც მიიღო მიწვევა. "მან მიმიპატიჟა სადილზე, რაც მაშინ ქალისთვის უჩვეულო იყო"...

სწორედ ეს ერთი ჩვეულებრივი საღამო აღმოჩნდა ყველაფრის შემცვლელი. "ვახშმის დროს არ ვიცი მისი ხიბლი მოქმედებდა თუ არა, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ მისთვის კაბები უნდა შემექმნა. ვახშამზე მივხვდი, რომ ის ანგელოზი იყო. მეორე დღეს, ის დაბრუნდა სტუდიაში, ჩვენ ერთად დავათვალიერეთ სამომავლო კოლექციის ტანსაცმელი, მას ჰქონდა განსაკუთრებული ზომა. იგივე მოდელის პროპორციები. ყველაფერი მოსწონდა, რაც ვაჩვენე. შემდეგ შევთავაზე, რომ მისთვის სხვა კაბებიც შემექმნა. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი." - იხსენებს ჟივენში. ფაქტია, სადილზე ოდრიმ ჟივენშის მოჯადოება შეძლო, მისი გული ოდრის მომხიბვლელობამ დაიპყრო და დაიწყო მათი ნაყოფიერი პროფესიონალური და პირადი ცხოვრება, რომელიც ოდრის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. წლების შემდეგ ოდრიზე საუბრისას აღნიშნავდა: "მისი სილამაზით, ადამიანური თვისებებითა და სულის სიმსუბუქით მოვიხიბლე"... გააგრძელეთ კითხვა