"მე ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს...და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია სა­კუ­თარ თავ­ში ცხო­ვე­ლის­გან" - რა ამბავს ჰყვება გიორგი კეკელიძე მაკა სულაძეზე? - კვირის პალიტრა

"მე ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს...და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია სა­კუ­თარ თავ­ში ცხო­ვე­ლის­გან" - რა ამბავს ჰყვება გიორგი კეკელიძე მაკა სულაძეზე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველთან, მაკა სულაძესთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.

"მაკა სულაძე და მისი ოჯახი გავიცანი ორი თვის წინ, მექვენაში. საკუთარ სახლში მიმასპინძლა, იქ პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და მერე, დრო გვეყო და საკუთარი ამბები მომიყვა. მე, ადამიანს, რომელსაც იოლად მესმის მშობლის დაკარგვის სევდა, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად უცნაური გარემო გამომყვა და თუ რატომ უცნაური, მოგიყვებით მიზეზს - მაკა წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას და ბოლო თვეებში, როცა სიცოცხლის განცდის სხვაგვარად მინიჭება ჭირდა - ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით".

ეტლით გამოყავდა  "ბაღში სასეირნოდ", რომელიც სინამდვილეში, ორიოდ ოთახი იყო და ბედნიერს, საწოლში აბრუნებდა.

მე ასეთი ადამიანები მიყვარს. დიდი აკვიატების ადამიანები. ისინი ვერასდროს იქნებიან სწორხაზოვანი და სტერილური, ჩვენ კი მხოლოდ ამას ვითხოვთ - გვეთანხმებოდნენ და გვგავდნენ - ყველაფრით. ერთ დღეს, ერთნი "სიბნელის გამო" გავკიცხავთ და მეორე დღეს, მეორენი "ქრისტიანობის უარყოფას" მოვუგონებთ.

ეს ნაწერი ჩემი გზავნილია მისდამი, როგორც ადამიანისა ადამიანისადმი და თქვენდამიც - დაიცავით დისტანცია საკუთარ თავში ცხოველისგან, თორემ თუ მიუახლოვდებით, შეგჭამთ და მხეცად გაქცევთ. გააკრიტიკეთ, არ დაეთანხმოთ, დაუმტკიცეთ საპირისპირო - ამას ვერავინ დაგიშლით - ოღონდ გააკეთეთ არა ისე, როგორადაც ეს მოურჩენელ და სამწუხარო ეროვნულ სპორტად გვექცა", - წერს კეკელიძე.

წყარო