"ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით" - რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები?
"ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით" - რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები?
კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ეს­ტო­ნუ­რი მა­ს­მე­დია საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს იხ­სე­ნებს და ცდი­ლობს ახ­სნას ის გა­რე­მო­ე­ბა, თუ რა­ტომ არ იყო (ან იყო და მა­ლავ­დნენ) იმ დროს ეპი­დე­მი­ე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად, გა­ზე­თი "პოს­ტი­მე­ე­სი" ("Postimees") სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რა­ტომ არ ავად­დე­ბოდ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, როცა გა­ზი­ან წყალს ყვე­ლა ერთი ჭი­ქი­დან სვამ­და?".

ჯერ კი­დევ ბევ­რს ახ­სოვს ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმა, რაც ჭი­ქის წყლით გავ­სე­ბის შემ­დეგ ის­მო­და ხოლ­მე და ის ფასი, რა­საც ერთ ჭიქა სირო­ფი­ან თუ უსირო­ფო გა­ზი­ან
წყალ­ში იხ­დიდ­ნენ. იმ დროს, პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში, ჭიქა ცივი წყლის და­ლე­ვა თით­ქმის უფა­სოდ ნამ­დვი­ლად ღვთი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო: 1 კა­პი­კი უსირო­ფო და 3 კა­პი­კი - სირო­ფით: ეს იყო "რკი­ნის ტა­რი­ფი", რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იც­ვლე­ბო­და. ეს წყლის აპა­რა­ტე­ბი ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე
სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ჭი­ქე­ბით, რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად ცივი წყლით "ირე­ცხე­ბო­და", არა­ვინ ავად­დე­ბო­და რა­ი­მე ინ­ფექ­ცი­ით.


რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ეს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა?

დიახ, მი­ნის წახ­ნა­გი­ან, და­კუ­თხილ ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით არ უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც, უბ­რა­ლოდ, საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ვის არ გა­უ­გია, რომ ვინ­მე ოდეს­მე ამ სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის ჭურ­ჭლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­ყო. საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არ ადარ­დებ­დათ და რიგ­ში დგო­მის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სი­ა­მოვ­ნე­ბით სვამ­დნენ ხი­ლის სხვა­დას­ხვა გემ­რი­ე­ლი სირო­ფით გა­ზა­ვე­ბულ გა­ზი­ან ცივ წყალს იმ ჭი­ქე­ბით, რომ­ლე­ბი­თაც მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ისარ­გებ­ლეს... და რაც უფრო საკ­ვირ­ვე­ლია დღეს, ბავ­შვებ­საც კი წყალს იმა­ვე ჭი­ქე­ბით ას­მევ­დნენ...

დღეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიჩ­ნდეს კი­თხვა, თუ რა­ტომ არ ხდე­ბო­და იმ დროს ეპი­დე­მი­ე­ბი - ვთქვათ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, ჰერ­პე­სის და სხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ჰი­პო­თე­ზა არ­სე­ბობს: გააგრძელეთ კითხვა
მიგელ
29 მაისი 2021 13:19
სსრკ არასდროს დაბრუნდება! ამ სტატიის ავტორს შეუძლია ოცნება გააგრძელოს :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები