"ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით" - რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები? - კვირის პალიტრა

"ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით" - რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები?

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ესტონური მასმედია საბჭოთა პერიოდის ინფექციურ დაავადებებს იხსენებს და ცდილობს ახსნას ის გარემოება, თუ რატომ არ იყო (ან იყო და მალავდნენ) იმ დროს ეპიდემიები. ასე, მაგალითად, გაზეთი "პოსტიმეესი" ("Postimees") სტატიაში, სათაურით: "რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?".

ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ის განუმეორებელი ხმა, რაც ჭიქის წყლით გავსების შემდეგ ისმოდა ხოლმე და ის ფასი, რასაც ერთ ჭიქა სიროფიან თუ უსიროფო გაზიან წყალში იხდიდნენ. იმ დროს, პაპანაქება სიცხეში, ჭიქა ცივი წყლის დალევა თითქმის უფასოდ ნამდვილად ღვთიური სიამოვნება იყო: 1 კაპიკი უსიროფო და 3 კაპიკი - სიროფით: ეს იყო "რკინის ტარიფი", რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა. ეს წყლის აპარატები ჩვენს დედაქალაქშიც ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჭიქებით, რომლებიც სიმბოლურად ცივი წყლით "ირეცხებოდა", არავინ ავადდებოდა რაიმე ინფექციით.

რით შეიძლება აიხსნას ეს საიდუმლოება?

დიახ, მინის წახნაგიან, დაკუთხილ ჭიქებს არც მდუღარე წყლით არ უკეთებდნენ დეზინფექციას, არც ქლორიანი და არც, უბრალოდ, საპნიანი ხსნარით. ამის მიუხედავად, არავის არ გაუგია, რომ ვინმე ოდესმე ამ საერთო მოხმარების ჭურჭლით დაავადებულიყო. საბჭოთა მოქალაქეებს ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებდათ და რიგში დგომის გარკვეული დროის შემდეგ, სიამოვნებით სვამდნენ ხილის სხვადასხვა გემრიელი სიროფით გაზავებულ გაზიან ცივ წყალს იმ ჭიქებით, რომლებითაც მანამდე სრულიად უცნობმა ადამიანებმა ისარგებლეს... და რაც უფრო საკვირველია დღეს, ბავშვებსაც კი წყალს იმავე ჭიქებით ასმევდნენ...

დღეს შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ხდებოდა იმ დროს ეპიდემიები - ვთქვათ, ტუბერკულოზის, ჰერპესის და სხვა არასასიამოვნო და სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებების თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: გააგრძელეთ კითხვა