როგორია თბილისიდან მუხრანში გადასული ყოფილი პარლამენტარის, მარიამ საჯაიას ცხოვრება - კვირის პალიტრა

როგორია თბილისიდან მუხრანში გადასული ყოფილი პარლამენტარის, მარიამ საჯაიას ცხოვრება

4 წლის წინ ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა. ქალაქში ცხოვრებაზე უარის თქმა ახალგაზრდა ქალისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. თავიდან მეუღლე, ზურა ქავთარაძესთან ერთად კარავში ცხოვრობდა. ამასობაში სახლიც აშენდა და მარიამი, ზურასთან და შვილთან ერთად, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ქალაქგარეთ დასახლდა.

"არემარე"" - ასე დაარქვეს საცხოვრებელს, სადაც წყვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თავად მოჰყავდათ პროდუქტები. პანდემიის დაწყებისას, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებს ახალ ყოფასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მარიამი "არემარედან" ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს, საიდანაც ჩანდა, რომ ქალის ბედნიერ ცხოვრებაში რეალურად უარესობისკენ არაფერი შეცვლილა.

თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე თვეა რაც მარიამი და ზურა ერთმანეთს დაშორდნენ. ზურამ მუხრანი დატოვა, მაგრამ როგორც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საკუთარ ოცნებაზე უარი არ უთქვამს.

"ბულაჩაურში სახლის გარდა, მეორადი მასალით დამხმარე ნაგებობაც ავაშენეთ, სადაც სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ამისთვის პროექტი დავწერე, ხეზე უნდა მემუშავა და ბავშვებისთვის მესწავლებინა მეორადი ხის მასალითა და მდინარიდან ამოტანილი ხით მისი დამუშავება. ამ იდეას ახლა სხვაგან დავნერგავ. ბულაჩაურთან შევიძინე ტერიტორია, ლამაზი ადგილია და "მწვანე ბანაკთან" ერთად შევუდგები საქმეს..." - ამბობს ზურა.

მუხრანში კი მარიამი შვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც მარიამს ფოტოგრაფ ივანე გოლიაძესთან აქვს გადაღებული. ივანე გოლიაძის ფოტოარქივში ბევრი შიშველი ფოტოსესიაა. გაგრძელება