გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
მსჯე­ლო­ბა და კა­მა­თი იმა­ზე, არის თუ ია­რა­ღი ქა­ლის საქ­მე, კი­დევ დიდ­ხანს არ შე­წყდე­ბა, თუმ­ცა ამის კვალ­დაკ­ვალ, რო­გორც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ასე­ვე ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს და რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი თა­ვი­ანთ საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ. AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ ის ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი, ვინც ჩვენს სიმ­შვი­დე­ზე ზრუ­ნავს...

ერთ-ერთი მათ­განს, საკ­მა­ოდ კარ­გი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს - ნა­თია ვიბ­ლი­ა­ნი, კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჟი­უ­რის პრი­ზის მფლო­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი ფილ­მის "დე­დეს" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია...

თა­თია რაზ­მა­ძე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი:


- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. ამას­თან ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ა­ში და რო­დე­საც ჩემს კურ­სან­ტებ­თან და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მი­წია, ვი­ფიქ­რე, რომ მეც შე­მიძ­ლია შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, პრაქ­ტი­კა­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც თე­ო­რი­ა­ში უკვე ნას­წავ­ლი­ლი მქონ­და და მო­მა­ვალ
პო­ლი­ცი­ე­ლებს ვას­წავ­ლი­დი.

მი­მა­ჩია, რომ რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სია მაქვს არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მზად ვარ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის და იმ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვის­თვის, რომ "ია­რა­ღი და ფორ­მა ქა­ლის საქ­მე არაა". მე ამას ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ვამ­ტკი­ცებ.

ვიდ­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რი­გებ­ში მო­ვი­დო­დი, სხვა­დას­ხვა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. აკა­დე­მი­ა­ში ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე გა­მომ­ძი­ებ­ლო­ბა და ჩემს მი­ზანს მი­ვაღ­წიე კი­დეც. ჩემი მა­ნამ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯა­ხის­თვის ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­საკ­ვი­რი არ ყო­ფი­ლა. მით უფრო - მი­უ­ღე­ბე­ლი. ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ ჩემს თი­თო­ე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვერ­დში მიდ­გა­ნან.

ნა­თია ვიბ­ლი­ა­ნი, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი:


- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ის არის მისი საქ­მე, რისი კე­თე­ბაც მას სი­ა­მოვ­ნებს. ჩემ­თვის ეს სფე­როა ად­გი­ლი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ­დი სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე... ფორ­მის ჩაც­მამ­დე, უბ­რა­ლოდ სხვა ფორ­მა­ლო­ბე­ბი იყო. ფი­ზი­კუ­რა­დაც და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ამ საქ­მის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და მსი­ა­მოვ­ნებს ფორ­მის ტა­რე­ბა... თავ­და­პირ­ვე­ლად, ოჯა­ხის წევ­რებს ცოტა ეში­ნო­დათ, რად­გან ფიქ­რობ­დნენ იმა­ზე მეტ პა­სუხსმგებ­ლო­ბას ვი­ღებ­დი ვიდ­რე შე­მეძ­ლო. ახლა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ყვე­ლა­ნი დარ­წმუნ­დნენ, რომ მე ეს შე­მიძ­ლია და ამა­ყო­ბენ ამით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მათი და­მო­კუ­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ ჯერ­ზე უფრო მა­ხა­რებს. მე ვფიქ­რობ, თან­და­თან შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბა. ქუ­ჩა­ში ჩემი ტოლი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი მი­ღი­მი­ან, მე­სალ­მე­ბი­ან. ეს ჩეთ­ვის ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია, ერთი მათ­გა­ნის­თვის თუ მა­ინც ვიქ­ნე­ბი მა­გა­ლი­თი, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ვგრძნობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემს არ­ჩე­ვანს აფა­სებს, რად­გან მე მათ გან­წყო­ბა­ში იმედს ვხე­დავ.

თუკი სირ­თუ­ლე­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, ალ­ბათ ეს არის მხო­ლოდ გრა­ფი­კი, სხვა მხრივ, რო­დე­საც საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ, თა­ნაც პრო­ფე­სი­ო­ნალ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, სირ­თუ­ლე­ე­ბი არ არ­სე­ბობს...

- თქვენს სამ­სა­ხი­ო­ბო წარ­სულ­ზეც გვი­ამ­ბეთ, რო­გორ მოხ­ვდით ფილმში "დედე"?

- ქას­თინ­გი გა­ვი­ა­რე. პირ­ვე­ლად რომ მი­ვე­დი იმ დღეს­ვე გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს როლი მე უნდა მე­თა­მა­შა და ასე გავ­ხდი "დინა". ფილ­მი სამ­სა­ხუ­რამ­დე იყო, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ გა­და­ღე­ბებ­მა გამ­ზარ­და, უამ­რა­ვი რამ მას­წავ­ლა და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. უკვე სამ­სა­ხუ­რის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც მსა­ხი­ობს მო­მი­წია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა. ამ დროს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი სამ­სა­ხუ­რი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ, ყვე­ლა ფეს­ტი­ვალ­ზე შევ­ძე­ლი წას­ვლა და ამის­თვის დღემ­დე მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- უკვე ამ ფილ­მი­დან ალ­ბათ გცნობ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა?
განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები