გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ - კვირის პალიტრა

გაიცანით პოლიციელი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ

მსჯელობა და კამათი იმაზე, არის თუ იარაღი ქალის საქმე, კიდევ დიდხანს არ შეწყდება, თუმცა ამის კვალდაკვალ, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე ძალოვან უწყებებში მშვენიერი სქესის წარმომადგენლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და რაც მთავარია, ისინი თავიანთ საქმეს პროფესიონალურად ასრულებენ. AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, უფრო ახლოს გაგაცნოთ ის ახალგაზრდა ქალები, ვინც ჩვენს სიმშვიდეზე ზრუნავს...

ერთ-ერთი მათგანს, საკმაოდ კარგი სამსახიობო გამოცდილება აქვს - ნათია ვიბლიანი, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი, ქართული ფილმის "დედეს" მთავარი როლის შემსრულებელია...

თათია რაზმაძე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი:

- პროფესიით იურისტი ვარ. ამასთან ლექციებს ვკითხულობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და როდესაც ჩემს კურსანტებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ურთიერთობა მომიწია, ვიფიქრე, რომ მეც შემიძლია შევიტანო წვლილი სახელმწიფო სამსახურში. ამიტომ გადავწყვიტე, პრაქტიკაში გამეკეთებინა ის, რაც თეორიაში უკვე ნასწავლილი მქონდა და მომავალ პოლიციელებს ვასწავლიდი.

მიმაჩია, რომ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია მაქვს არჩეული, მაგრამ მზად ვარ გამოწვევებისთვის და იმ სტერეოტიპის დამსხვრევისთვის, რომ "იარაღი და ფორმა ქალის საქმე არაა". მე ამას ყოველდღიური საქმიანობით ვამტკიცებ.

ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში მოვიდოდი, სხვადასხვა კერძო კომპანიასა და სასწავლო დაწესებულებაში ვმუშაობდი. აკადემიაში ლექციების ჩატარების გამოცდილების მიღებისა და პოლიციელებთან ურთიერთობის შემდეგ, გადავწყვიტე გამომძიებლობა და ჩემს მიზანს მივაღწიე კიდეც. ჩემი მანამდელი საქმიანობიდან გამომდინარე, ოჯახისთვის ჩემი გადაწყვეტილება გასაკვირი არ ყოფილა. მით უფრო - მიუღებელი. ისინი პატივს სცემენ ჩემს თითოეულ გადაწყვეტილებას და შეძლებისდაგვარად გვერდში მიდგანან.

ნათია ვიბლიანი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი:

- პროფესიის არჩევისას, ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის მისი საქმე, რისი კეთებაც მას სიამოვნებს. ჩემთვის ეს სფეროა ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამ პროფესიის არჩევისას, ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი სტერეოტიპებზე... ფორმის ჩაცმამდე, უბრალოდ სხვა ფორმალობები იყო. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ამ საქმისთვის მზად ვიყავი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მსიამოვნებს ფორმის ტარება... თავდაპირველად, ოჯახის წევრებს ცოტა ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ იმაზე მეტ პასუხსმგებლობას ვიღებდი ვიდრე შემეძლო. ახლა, ყველაფერი კარგად არის, ყველანი დარწმუნდნენ, რომ მე ეს შემიძლია და ამაყობენ ამით.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, მათი დამოკუდებულება ყოველ ჯერზე უფრო მახარებს. მე ვფიქრობ, თანდათან შეხედულებები იცვლება. ქუჩაში ჩემი ტოლი ბიჭები და გოგონები მიღიმიან, მესალმებიან. ეს ჩეთვის ძალიან დიდი სტიმულია, ერთი მათგანისთვის თუ მაინც ვიქნები მაგალითი, ძალიან გამახარებს. მთლიანობაში ვგრძნობ, რომ საზოგადოება ჩემს არჩევანს აფასებს, რადგან მე მათ განწყობაში იმედს ვხედავ.

თუკი სირთულეზე ვილაპარაკებთ, ალბათ ეს არის მხოლოდ გრაფიკი, სხვა მხრივ, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, თანაც პროფესიონალ კოლეგებთან ერთად, სირთულეები არ არსებობს...

- თქვენს სამსახიობო წარსულზეც გვიამბეთ, როგორ მოხვდით ფილმში "დედე"?

- ქასთინგი გავიარე. პირველად რომ მივედი იმ დღესვე გადაწყვიტეს, რომ ეს როლი მე უნდა მეთამაშა და ასე გავხდი "დინა". ფილმი სამსახურამდე იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გადაღებებმა გამზარდა, უამრავი რამ მასწავლა და უდიდესი გამოცდილება მომცა. უკვე სამსახურის პერიოდში, როგორც მსახიობს მომიწია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება. ამ დროს ძალიან დამეხმარა ჩემი სამსახური, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ყველა ფესტივალზე შევძელი წასვლა და ამისთვის დღემდე მათი მადლობელი ვარ.

- უკვე ამ ფილმიდან ალბათ გცნობდათ საზოგადოება, არა? განაგრძეთ კითხვა