"ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი, გრი­შას ძა­ლი­ან უყ­ვარს ის" - ქართველი მოდელი, მირანდა შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა - კვირის პალიტრა

"ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი, გრი­შას ძა­ლი­ან უყ­ვარს ის" - ქართველი მოდელი, მირანდა შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

ცნობილი ქართველი ინფლუენსერი და ფოტომოდელი მიმი შელია დაოჯახდა. მისი რჩეული სკანდალური ბლოგერი და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილი, გრიგორი (გრიშა) მამურინია.

ხელის მოწერის ცერემონიალი ბარვიხინსის რეესტრში შედგა. ქორწილს ესწრებოდნენ წყვილის ახლო მეგობრები, მათ შორის მომღერალი ქეთი თოფურია.

მამურინს რუსეთში ყველა იცნობს. 2015 წელს ბიჭმა ბლოგერობა გადაწყვიტა და ფულის სანაცვლოდ, ხალხს სთხოვდა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გაშიშვლებულიყვნენ, ჭიქა შარდი დაელიათ. მილიარდერის მემკვიდრე ამის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვა და იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა საქმიანობა.

მამურინი რუსულ შოუბიზნესშიც ცნობილი პერსონაა. როგორც მიმი შელიას თბილისელი მეგობარი გვიყვება, წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ დაქორწინების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს.

"ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ამბავი, უცებ გადაწყვიტეს და ხელი მოაწერეს. მირანდა ძალიან ბედნიერია და გრიშას ძალიან უყვარს ის", - გვიყვება მეგობარი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები