იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებმა ვაჟი მონათლეს - ფოტოები ნათლობიდან - კვირის პალიტრა

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებმა ვაჟი მონათლეს - ფოტოები ნათლობიდან

ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონების ვაჟი გაქრისტიანდა. როგორც ქრისტინე ბაგრატიონი "ფეისბუქზე" წერს, ნათლობა 31 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართა.

"გაქრისტიანდა ჩვენი ბაგრატი უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ორშაბათს 31 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა ჩვენი ბაგრატის ნათლობა.

ნათლობის საიდუმლო აღასრულა მეუფე დავითმა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.ალავერდის ეპარქია / Diocese of Alaverdi ბაგრატს ნათლობის სახელი ეწოდა, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე, წმიდა კეთილმსახური მეფე ბაგრატ III, საქართველოს გამაერთიანებელისა.

"ბაგრატ III საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. თავდაპირველად ბაგრატ III აფხაზთა მეფე იყო,"X საუკუნის მეორე ნახევარში წვრილ პოლიტიკურ ერთეულებად დაშლილი ქვეყანა მან ერთი მონარქიის ქვეშ გააერთიანა, საფუძველი ჩაუყარა ერთიანი საქართველოს სამეფოს. საქართველოებად დაყოფილი ქვეყანა ერთიან საქართველოდ აქცია" - წერს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

"მემატიანე ქართლისაისა" ავტორი ბაგრატ III-ზე წერს, "შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუაი მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითაი.ექვთიმე თაყაიშვილი კვლევის მიხედვით მას ასე ახასიათებს: "ბაგრატ III გასაოცარი ენერგიის პატრონი იყო, მხნე და ახოვანი, შეუპოვარი, სასტიკი, გამსჭვალული მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი აზრით, ერთი იდეით - შემოეკრიბა თავისი სკიპტრის ქვეშ საქართველოს განცალკევებული პატარა სამეფონი თუ საერისთაონი.

ნათლობის შემდეგ, იუნესკოს პროექტის 'სვეტიცხოვლის ეზოს განაშენიანების' ფარგლებში, ბაგრატის სახელზე დაირგა ზეთისხილის ათასწლოვანი ხე, მისი უწმინდესობის ზეთისხილის ხის გვერდით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნათლობის ცერემონია წარიმართა ყველა წესის დაცვით, ტაძარში მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნა ადამიანების ძალიან ცოტა რაოდენობა და დისტანციის დაცვა. ასევე, თითოეულ იმ ადამიანს ვინც ესწრებოდა ნათლობას, ჩაუტარდა ტესტირება 1 დღით ადრე Pჩღ მეთოდით. ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია" - წერს ქრისტინე ბაგრატიონი.

წყარო