"კლუბში კოკაინს ჰეროინი დაამატა, რის შედეგადაც კრუნჩხვებში ჩავარდა" - კვირის პალიტრა

"კლუბში კოკაინს ჰეროინი დაამატა, რის შედეგადაც კრუნჩხვებში ჩავარდა"

23 წლის მსახიობი რივერ ფენიქსს, რომელიც ხოაკინ ფენიქსის ძმაა, მთელი ჰოლივუდი ერთხმად უბადლო მსახიობად მიიჩნევდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა განვითარდა.

მსახიობმა კარიერა ხოაკინთან ერთად დაიწყო. რივერის ლურჯი თვალები, ანგელოზის სახე და დაუმორჩილებელი სული შეუძლებელი იყო ერთი ნახვით არ შეგყვარებოდათ. ძმები ერთად მონაწილეობდნენ სატელევიოზო დრამა Backwards: The Riddle of Dyslexia-ში, (რისთვისაც ხოაკინმა Young Artist Award-იც კი დაიმსახურა).

1993 წლის ერთ საბედისწერო დღესაც, ლოს-ანჯელესის ღამის კლუბში სტუმრობისას, რივერ ფენიქსი ნარკოტიკული ზედოზირებით კრუნჩხვებში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ფენომენალურად ნიჭიერი მსახიობის სიკვდილმა მსოფლიო შეძრა. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელი მისი შეყვარებული არ საუბროდა იმ საბედისწერო დღის შესახებ, თუმცა ახლა გთავაზობთ სამანტა მატისის ინტერვიუდან ფრაგმენტებს.

1993 წლის 30 ოქტომბერს რივერი და მისი შეყვარებული სამანტა, ჯონი დეპის ღამის კლუბში წავიდნენ, რათა რივერის და-ძმა ხოაკინი და რეინი მიეცილებინათ, თუმცა რივერმა დარჩენა გადაწყვიტა. კლუბში ცოცხალი ბენდი უკრავდა. მუსიკოსებმა რივერს მათთან ერთად დაკვრა შესთავაზეს. როგორც სამანტა ყვება ამ სიტყვების გაგონებაზე უკვე გული ცუდს უგრძნობდა. რივერ ფენიქსი კლუბში მისვლიდან 45 წუთში გარდაიცვალა.

"რივერს არ მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ ცნობილი ყოფილიყო. არ მოსწონდა კლიშეები. სურდა მისი შემოქმედებით მსოფლიო უკეთესობისკენ შეეცვალა. ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა ვეგეტარიანელობაზე და გარემოს დაცვაზე. ეს იყო შაბლონი რომლის მიბაძვასაც ბევრი ცდილობდა, თუმცა არავის გამოსდიოდა ისე როგორს რივერს, რადგან მას სხვებისგან განსხვავებით, მართლა სჯეროდა იდეალების. ხშირად ამბობდა, რომ სურდა ანონიმური ყოფილიყო და ადამიანებს დახმარებოდა." - სამანტა მატისი.

რივერი არასდროს ყოფილა პუპულარულობის ხიბლში, არც მაშინ როდესაც 1989 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე, ფილმისთვის Running Empty. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წითელ ხალიჩაზე მას ჰკითხა "ადვილია ჰოლივუდური აჟიოტაჟის მახეში ჩავარდნა, არა?" - ჩემთვის, ასე არ არის, - უპასუხა მან კითხვაზე ცოტათი გაკვირვებულმა " წარმატების საწინააღმდეგოდ წასვლა შეიძლება ისეთივე სარისკო იყოს, როგორც მისი მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი თავის სიძულვილი და დაბნეულობა". გააგრძელეთ კითხვა