"ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!" - რას წერს ორსული ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც პირველ შვილს ელოდება
საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, თავისი ორსულობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
"2 აპრილს დავდე ეს ვიდეო სიამაყით სავსემ, რადგან წონაში დავიკელი და მერე ეს საოცრება მოხდა... ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!".
ანიტა და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე ხუთი წლის წინ დაქორწინდნენ. წყვილი პირველ შვილს ელოდება.