"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა - კვირის პალიტრა

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

30 მაისს რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბლოგერი, ინფლუენსერი და ფოტომოდელი მირანდა (მიმი) შელია დაოჯახდა. ამის შესახებ Aმბები.გე ჯერ კიდევ სამი დღის წინ წერდა, თუმცა შელიას ქორწინება არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა რუსული მედიისთვისაც, რადგან ქალის რჩეული რუსი მილიარდერის შვილიშვილი გრიგორი (გრიშა) მამურინი აღმოჩნდა.

წყვილის ხელისმოწერის ცერემონიალის შემდეგ მედიაში გაჩნდა საინტერესო სათაურები:

მირანდასა და გრიშას შორის სხვაობა ნამდვილად 6 წელია. 28 წლის მოდელის მეორე მეუღლე 22 წლის ბლოგერია. რუსულ მედიაში ვკითხულობთ, რომ წყვილის გასაიდუმლოებული რომანი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა შელიას "ინსტაგრამის" მილიონამდე მიმდევრისთვის.

ხელისმოწერის ცერემონიალს ცნობილი სახეებიდან ქეთა თოფურია და მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის დიზაინერი ლიკა ალადაშვილი ესწრებოდნენ. წყვილს ქორწილი არ ჰქონია, ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით დააკანონეს.თუმცა მილიარდერის ახალ რძალს ხელმოწერის ცერემონიალზე ტომ ფორდის ძვირადღირებული კაბა და ფეხსაცმელი ეცვა. საყვარელმა მამაკაცმა კი რჩეულს "კარტიეს" ფირმის ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი აჩუქა.

მირანდას რჩეული გარდაცვლილი რუსი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია. ნეკლუდოვი ხაბაროვსკის რაიონში რამდენიმე კომპანიას ფლობდა. მის მემკვიდრეობაშია კინოთეატრების ქსელი, რუსეთის სრულ ტერიტორიაზე ფინტეს-კლუბების ქსელი. ნეკლუდოვი გახლდათ ტელეკომპანია Dal TV-TNT დამფუძნებელი.

ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 150 მილიარდ რუბლად არის შეფასებული, 2017 წლის 19 ივლისს გულის შეტევით 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიშას დედა ოჯახური ბიზნესიდან ფიტნეს კლუბების ქსელს ხელმძღვანელობს მშობლიურ ხაბაროვსკში. მამა კონსტანტინე მამურინი წარსულში სპორტსმენი გახლდათ და წლების მანძილზე დაკავებული იყო კარატეთი.

თავად გრიგორი მამურინი "ცნობილი გახდა" 16 წლის ასაკში, როდესაც გორკის პარკში გადაღებულ მის ერთ-ერთ ბლოგზე გამვლელებს ფულის სანაცვლოდ არასტანდარტულ დავალებებს აძლევდა - მაგალითად, უნდა მიერთმიათ გაფუჭებული საკვები, ნაგავი, დაელიათ საკუთარი შარდი.

ამ სკანდალის შემდეგ ბაბუამ იგი ხაბაროვსკში დააბრუნა და მისი განმეორებითი განათლება გადაწყვიტა. რის შემდეგაც დიდი ხანი უცნობი იყო, რას საქმიანობდა გრიშა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები