დიდი ბრიტანეთის პრინცს, ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილმა განაცხადა.გოგონა პარასკევს, 11:40 საათზე, კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოში დაიბადა."დედა და შვილი ჯანმრთელები არიან და კარგად გრძნობენ თავს",- ნათქვამია წყვილის განცხადებაშიწყვილისთვის ეს მეორე შვილია.გოგონას ლილიბეტ დაიანა ჰქვია. მისი სრული სახელი და გვარი კი ასე ჟღერს - ლილიბეტ ლილი დაიანა მაუნტმატე-უინძორი.