პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ - ვისი სახელი დაარქვეს ახალშობილს? - კვირის პალიტრა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ - ვისი სახელი დაარქვეს ახალშობილს?

დიდი ბრიტანეთის პრინცს, ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილმა განაცხადა.

გოგონა პარასკევს, 11:40 საათზე, კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოში დაიბადა.

"დედა და შვილი ჯანმრთელები არიან და კარგად გრძნობენ თავს",- ნათქვამია წყვილის განცხადებაში

წყვილისთვის ეს მეორე შვილია.

გოგონას ლილიბეტ დაიანა ჰქვია. მისი სრული სახელი და გვარი კი ასე ჟღერს - ლილიბეტ ლილი დაიანა მაუნტმატე-უინძორი.