უფასო მშობიარობა, უნიკალური ნათესაობის ფაქტები, კავშირი ქეით მიდლტონთან და შერიგების გასაღები: რა ფაქტები გასაჯაროვდა მეგანის და ჰარის ქალიშვილის დაბადებისთანავე - კვირის პალიტრა

უფასო მშობიარობა, უნიკალური ნათესაობის ფაქტები, კავშირი ქეით მიდლტონთან და შერიგების გასაღები: რა ფაქტები გასაჯაროვდა მეგანის და ჰარის ქალიშვილის დაბადებისთანავე

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია უკვე მეორედ გახდნენ მშობლები, წყვილს გოგონა 2021 წლის 4 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეეძინა. მეგანმა და ჰარიმ სახელი ბებიების საპატივსაცემოდ შეურჩიეს. მედია კი უკვე აქტიურად საუბრობს ჰერცოგების მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე.

უფასო მშობიარობა

მეგანი ქალების უფლებებს იცავს აქტიურად და ფემინიზმს უჭერს მხარს ნებისმიერ მიმართულებაში, ამიტომ მეორე მშობიარობის ადგილად სანტა-ბარბარას ადგილობრივი სამშობიარო აირჩია. ისტორიული სამედიცინო დაწესებულება 1888 წელს 50 ქალის მიერ იქნა დაარსებული. აქტივისტები ქალბატონების საკმაოდ დიდ ნაწილს უფასოდ უწევენ დახმარებას მათ შორის მშობიარობის პროცესში. პირველი მშობიარობისთვის მეგანმა ლონდონის კერძო კლინიკა აირჩია. სასექსის ჰერცოგინიებმა ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებას აჩვენეს რომ სამეფო ოჯახის წევრიც ჩვეულებრივ ხალხს მიეკუთვნება. სწორედ ამ ფაქტმა განასხვავა ლილიბეტ დაიანა მონარქების ოჯახიდან და მისი ძმისგან - არჩისგანაც.

უნიკალური ნათესაობის ფაქტები

მეგანის და ჰარის მემკვიდრეს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს, რომელიც ლილიბეტს მამის მხარესთან აკავშირებს: მაუდ უინძორი. ელიზაბეტ მეორეს ძმისშვილი ლოს-ანჯელესში დაიბადა 2013 წელს. ის და ლილიბეტი ერთადერთი მონარქები არიან რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. მართალია მაუდი დღეს ინგლისში ცხოვრობს და ხშირად ნახულობს ლილიბეტისგან განსხვავებით და-ძმებს. ის დედოფლის კაბის დამჭერიც იყო პრინცესა ევგენიას ქორწილში.

ქეით მიდლტონთან კავშირი

მეგანმა და ჰარიმ გოგონას პრინცესა დაიანას და ელიზაბეტ მეორეს საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი. რაც არუნდა უცნაურად ჟღერდეს ეს პირდაპირ კავშირშია ქეით მიდლტონის ქალიშვილთან. კემბრიჯის ჰერცოგინიამ თავის გოგონასაც სწორედ დედამთილის და დედოფლის სახელები შეურჩია. პრინც უილიამის გოგონას სახელი შარლოტა ელიზაბეტ დაიანა კემბრიჯელია, შარლოტას კი ბიძამისის, პრინც ჰარის ხასიათი გამოჰყვა. სრულად