"საერთაშორისო წურბელა ფონდი"... - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო წურბელა ფონდი"...

15 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე დომინიკ სტროს-კანი ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად ედება ერთ-ერთი სასტუმროს მოახლეზე სექსუალური ძალადობა.

დომინიკის დაპატიმრება ყველაზე ძალიან ფონდთან დაძაბული ურთიერთობის მქონე პორტუგალიას გაუხარდა - ლისაბონში "მემარცხენე ბლოკმა" სასწრაფოდ მოაწყო "წურბელა" ფონდის წინააღმდეგ აქცია, რომელზეც დედაქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია გიგანტური ბურთით სავალუტო ფონდის კეგლის ფიგურებს "გადაუაროს".