ქველმოქმედი "კინალოკო" - კვირის პალიტრა

ქველმოქმედი "კინალოკო"

ლონდონის მარათონმა, რომელშიც 35 ათასი კაცი მონაწილეობდა,  სტარტი ჯერ კიდევ 17 აპრილს აიღო, თუმცა ბრიტანელი ლოიდ სკოტი ფინიშზე მხოლოდ ახლახან, სტარტიდან 26-ე დღეს მივიდა!

ლოიდის მონაწილეობა, როგორც წინა წლებში, ახლაც საქველმოქმედო ხასიათის იყო - მან ინვალიდი ბავშვებისთვის 200 ათასი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა. სულ კი 1990 წლიდან მას 5 მილიონი აქვს შეგროვებული.

26 დღის განმავლობაში ენთუზიასტის გიგანტური ლოკოკინას ფორმის ნიჟარაში ყოფნა და გადაადგილება მეტად რთული იყო (ცხვირიდან სისხლდენის, გულისრევისა და კრუნჩხვების გამო), ჯიუტმა ლოიდმა 42-კილომეტრიანი მარათონი ბოლომდე გაიარა - მისი თქმით, ყველაფერი გადაალახვინა რწმენამ, რომ ინვალიდი ბავშვებისთვის სიკეთეს აკეთებდა.