"ძროხა, არ მომეკარო, გაეთრიე" - გრიგორი ლეპსმა რუსი ჟურნალისტი საჯაროდ გალანძღა - კვირის პალიტრა

"ძროხა, არ მომეკარო, გაეთრიე" - გრიგორი ლეპსმა რუსი ჟურნალისტი საჯაროდ გალანძღა

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) მორიგ სკანდალში გაეხვა.

მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ჟურნალისტი ქალბატონი მასთან ძალიან გამომწვევად იქცეოდა. ჯერ ცდილობდა, ისეთი შეკითხვები დაესვა, რითაც მას შეურაცხყოფას მიაყენებდა, მერე კი ფლირტი დაუწყო.

ლეპსმა გადაწყვიტა, საჯაროდვე მიეჩინა მისთვის ადგილი და მოსთხოვა, დაეცვა სუბორდინაცია: "მე შენი მეგობარი არ ვარ და არც ქმარი. თავაზიანად მელაპარაკე", - მიმართა ჟურნალისტს.

თუმცა ის არ მოეშვა და ლეპსმა უცენზუროდ დაუყვირა: "ძროხა, არ მომეკარო, გაეთრიე".

ცნობისათვის, ლეპსი მრავალშვილიანი მამაა. მას სამი გოგონა და

ერთი ვაჟი ჰყავს. თუმცა, სხვა ცნობილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში საკუთარი შვილების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. შესაძლოა, წელიწადში ერთხელ, როცა რომელიმე ბავშვის დაბადების დღეა, მაშინ ატვირთოს.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა უკვე შეაფასეს ფოტო, სადაც ოთხი შვილიდან 3 ჩანს: 19 წლის ევა, 14 წლის ნიკოლი და 11 წლის ივანი. გააგრძელეთ კითხვა