"ზედმეტმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა" - კვირის პალიტრა

"ზედმეტმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა"

სოფო შევარდნაძე თავის ინსტაგრამ გვერდზე საჯაროობის ზღვარსა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება შეკითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს:

"პირად ცხოვრებასა და საჯაროობის ზღვარზე.

მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი.

საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.

ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. გააგრძელეთ კითხვა